USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
ჩოხატაურის მერი: შემოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკვე დანაწილებულია, დაახლოებით, ორი ათას ოჯახზე. ეს არის პირველადი მოხმარების პროდუქტები, ასევე საკვები და შესაბამისი წამლები
дата:  837

აქტიურ რეჟიმში გრძელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.

მისივე თქმით, შესულია ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკვე განაწილებულია დაახლოებით ორი ათას ოჯახზე.

„გვაქვს ერთი სოფელი, სურები, სადაც ამ ეტაპისთვის შესვლა ვერ მოვახერხეთ, რადგანაც მაღალმთიანი სოფელია და თოვლის საფარი დაახლოებით სამ მეტრს აღწევს. პაციენტს, რომელსაც ესაჭიროებოდა სასწრაფო წესით კლინიკაში გადაყვანა, გამოძახებულია ვერტმფრენი და სულ მალე იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში.

შემოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკვე დანაწილებულია დაახლოებით ორი ათას ოჯახზე. ეს არის პირველადი მოხმარების პროდუქტები. ასევე, საკვები და შესაბამისი წამლები.

სურების მიმართულებით უკვე ძალიან მალე დავიწყებთ ცენტრალური გზის გაწმენდით სამუშაოებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩოხატაურში ყველ მიმართულებით ცენტრალურ გზაზე ჩატარებულია გაწმენდითი სამუშაოები“, - აღნიშნა მან.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати