USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Тбилиси
ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციასა და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
дата:  1333

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციასა და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება დღეს, 17 ივნისს გამოქვეყნდა.

სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალათ. ამასთან, იურიდიულ სამსახურს დაევალა, რომ ობიექტების მონაცემების განათლების სამინისტროს ვებგვერდზე ასახვისთვის შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати