USD 2.6932
EUR 3.2009
RUB 3.5273
თბილისი
„ჭკვიანი აეროპონიკა“ - სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ინოვაციური სასათბურე მეურნეობა
თარიღი:  1729

სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია “ჯი ეს ეი ტექნოლოგიები” თანამედროვე სასათბურე მეურნეობის განვითარების მესამე ეტაპზე გადავიდა.

კომპანია „ჯი ეს ეი ტექნოლოგიები“ 7 თვეა, რაც სოფლის მეურნეობის დარგში ინოვაციურ ტექნოლოგიას „ჭკვიან აეროპონიკას“ მართვას. სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია მიზნად ისახავს, საქართველოში პირველად დანერგოს სოფლის მეურნეობის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი თანამედროვე სასათბურე მეურნეობა, რომლის ეფექტურობის წყარო აეროპონიკის სისტემაში ინტეგრირებული მცენარეთა ვეგეტაციის პროცესის მართვის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფაა (software). პროექტის ინოვაციურობა, რომელიც ტექნოლოგიის დატესტვის პერიოდში გამოიკვეთა, ისაა, რომ მსგავს ტექნოლოგიებში “ჭკვიანი აეროპონიკა” პირველია, რომელსაც ერთწლოვან კულტურებთან ერთად მრავალწლოვანი კულტურებიც მოჰყავს.



კომპანიის თანამდეფუძნებელი ონისე ზივძივაძე BM.GE-თან „ჭკვიანი აეროპონიკის“ მოქმედების გამართულობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ტექნოლოგიების გამოცდის 7-თვიანი სატესტო რეჟიმი 100%-იანი წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, პროცესში კვალიფიციური აგრონომების ჩართვა დაიწყო, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტექნოლოგიურ წარმოებას განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„ზამთარში სხვადასხვა ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების დარგვა დავიწყეთ, რაც დეფიციტური და არადეფიტირია ყველაფერი კულტურა დავრგეთ - სატაცური, მარწყვი, სალათი, რეჰანი, ვარდი, ჟოლო... ყველა მათგანი დავამწიფეთ, თუმცა პირველ ეტაპზე ეს აგრონომების გარეშე შევძელით. ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობდით. ტექნიკურად ტექნოლოგიას ხარვეზი არ უფიქსირდება, 7 თვეა სატესტო რეჟიმშია და კარგად მუშაობს. ახლა აგრონომიული ნაწილი დაგვრჩა დასახვეწი, რომ საბოლოო პარამეტრები ვიცოდეთ სად, რომელი კულტურა, რა დროში რამდენი კილოგრამი შეგვიძლია მივიღოთ. გვინდა, რომ 100%-ით ეფექტურობა ვაჩვენოთ და აგრონომებთან ერთად საბოლოო პაკეტები შევქმნათ. აგრონომმა მაღალკვალიფიციურად იცის რა, როგორ უნდა დახვეწოს იმისთვის, რომ სუფთა პროდუქტი მივიღოთ. ვფიქრობ, დაახლოებით თვენახევარში ამ პროცესს დავასრულებთ“, - ამბობს “ჯი ეს ეი ტექნოლოგიების“ თანადამფუძნებელი.



მისი საუბრიდან ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური მიდგომებისადმი ინტერესი დიდია, შესაბამისად კომპანია განვითარებისთვის საჭირო ფინანსების მოსაზიდად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში აპირებს მონაწილეობას.

„მოთხოვნა ძალიან დიდია, ყველა კატეგორია მოდის ვისაც ინვესტიციის განხორციელება სტაბილურ ბინზესში უნდა. ჩვენ შეგვიძლია ამ დანადგარით წლის ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახეობის დეფიციტური თუ არადეფიტური პროდუქტი ვაწარმოოთ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსში მოგებული 100 000-ლარიანი გრანტი უკვე ამოვწურეთ და ახლა განაცხადი მომდევნო ეტაპზე - 650 ათას ლარიან პროექტზე შევიტანეთ. რა თქმა უნდა განვითარება ჩვენითაც შეგვიძლია, წინასწარი შეკვეთებით, თუმცა გრანტი მოკლე დროში დიდი საწარმოს მოწყობაში დაგვეხმარება, რაც დიდი მოცულობის შეკვეთების სწრაფად დაკმაყოფილების საშუალებას მოგვცემს“, - აცხადებს ზივზივაძე.

“ჯი ეს ეი ტექნოლოგიები” პროექტის ადგილობრივ ბაზარზე განვითარების შემდეგ, პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ ევროკავშირის, აშშ-ის და ჩინეთის ბაზრების ათვისებას გატანას გეგმავს.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის