USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა
თარიღი:  864

ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთი - ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა.

მათივე ინფორმაციით, დანგრეულმა ხიდმა სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი მოიყოლა, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი უკვე ამოყვანილია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის