USD 2.6856
EUR 3.1857
RUB 3.4747
Tbilisi
ჩინურმა კომპანიამ ხელოვნური ღორის ხორცის გასასინჯად ინვესტორები მოიწვია
Date:  3079

ჩინურმა სტარტაპმა CellX ლაბორატორიაში გამოყვანილი ღორის ხორცი წარადგინა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანია, შექმნან ხორცი, რომელიც გარემოსთვის ნაკლებ დამაზიანებელი იქნება და რომელსაც 2025 წლისთვის ნატურალურ ხორცთან კონკურენტული ფასიც ექნება.

პარასკევს გამართულ ღონისძიებაზე სტარტაპმა ხორცის გასასინჯად ინვესტორებიც მოიწვია, რომლებმაც შანხაის ლაბორატორიაში გამოყვანილი პროდუქტი დააგემოვნეს. აღსანიშნავია, რომ ღორის ხელოვნური ხორცი შექმნილია ადგილობრივი ჯიშის, ჩინური შავი ღორის უჯრედებისგან.

"გემო არც ისეთი კარგია, თუმცა, მთლიანობაში არ არის ცუდი",- ასე შეაფასა სტარტაპერების ნაშრობი ერთ-ერთმა მიწვეულმა სტუმარმა.

კომპანიის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა არის ამ დროისთვის ერთი კილოგრამი ხელოვნური ხორცის წარმოების ფასი, თუმცა, აცხადებენ, რომ სტარტაპი ჯერ მხოლოდ ერთი წლილს შექმნილია, 2025 წლისთვის კი კონკურენტული ფასის შეთავაზებასაც შეძლებენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ზოგადად ხელოვნურად გამოყვანილი ხორცი ჯერჯერობით საკმაოდ ძვირი ჯდება და ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევენ ტრადიციულ ხორცს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მსოფლიოში ხორცის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, რომელმაც გასულ წელს 86 მილიონი ტონა იყიდა, რაც მსოფლიო მოთხოვნის 30%-ს შეადგენს.

World
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო

ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ომანში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „ირანმა იგრძნო, რომ დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად შესაბამისი გაგება და კონსენსუსი არსებობს“.

„მასკატში შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი აზრით, მიზანი მეორე მხარის სერიოზულობის შეფასება იყო იმისთვის, თუ როგორ გავაგრძელოთ ამ გზაზე წინსვლა“, - განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გასულ პარასკევს გაიმართა. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way