USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ჩინურ ბანკებს ნაღდი ფულის ბრუნვაში თავიდან ჩაშვებამდე მისი დეზინფექცია დაევალათ
дата:  1558

ჩინური ბანკები ამიერიდან ახალ წესებს უნდა დაემორჩილონ: მათ ნაღდი ფულის დეზინფექცია ულტრაიისფერი სხივებითა და მაღალი ტემპერატურით უნდა მოახდინონ, შემდეგ კი ბანკნოტები 7-14 დღის განმავლობაში უნდა შეინახონ, სანამ ბრუნვაში თავიდან ჩაუშვებენ. ცენტრალური ჩინეთის მთავრობამ ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

ამ ახალმა ზომებმა კორონავირუსის გავრცელებას ხელი უნდა შეუშალოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსი, რომელსაც Covid-19 უწოდეს, მყარ ზედაპირზე რამდენიმე საათის განმავლობაში ცოცხლობს. ამის გამო საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე ლიფტის ღილაკებს, კარის სახელურებს და საერთო სივრცეს გამუდმებით უკეთებენ დეზინფექციას. შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ღელავს ნაღდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის.

ნაღდი ფული, რომელიც საავადმყოფოებიდან ან ბაზრობიდან მოდის, გაწმენდას არ ექვემდებარება. მას ცენტრალური ბანკი ანადგურებს.

იმისთვის, რომ ფულის დეფიციტი არ შეიქმნას, ბანკი ახალ, სუფთა ბანკნოტებს გამოუშვებს. მხოლოდ იანვარში 4 მილიარდი იენის, ანუ $573 000-ის ეკვივალენტი ბანკნოტები დაიბეჭდა უხანისთვის. მთავრობა ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს ნაღდი ოპერაციები და მოქალაქეებს ციფრული ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებს.

უცნობია, რეალურად რამდენად საშიშია ინფიცირებული ფული - ვირუსი რამდენიმე საათის შემდეგ კვდება, დეზინფექცია კი სავსებით საკმარისი უნდა იყოს, თუმცა, როგორც ჩანს, ჩინეთს გარისკვა არ სურს.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ნაღდი ფული ძალიან ბინძურია. თითოეული ბანკნოტი შეიცავს იმ გარემოს ნაწილაკებს, სადაც მანამდე იყო და ეს ნაწილაკები ადამიანებიდან ადამიანებს გადაეცემა.

მაგალითად, დოლარის კუპიურებზე შეგიძლიათ ნახოთ ცხოველების დნმ, ნარკოტიკების კვალი, ასობით სახეობის ბაქტერია და ვირუსები. ფულზე დაკვირვებით იმის გაგებაც კი შეიძლება, რომელ რეგიონში უმეტესად რა ტიპის საკვებს ჭამენ.

on.ge

 

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати