USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
ჩინოვნიკებმა წონაში უნდა დაიკლონ -ჟირინოვსკის ახალი ინიციატივა.
Date:  1222

რუსეთის  ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოდის ახალი ინიციატივით, რომ დაწესდეს შეზღუდვა წონაზე რუსეთის მოქალაქეებისა და ჩინოვნიკებისათვის.

 ჟირინოვსკის აზრით, სახელმწიფოს ძვირი უჯდება იმ ადამიანების მკურნალობა, რომლებიც ჭარბი წონის გამო სხვადასხვა დაავადებით ავადმყოფობენ. „ამ დროს ნორმალური წონის ადამიანები სახელმწიფოსაგან ვერაფერს იღებენ... მე ჯერ კიდევ  შვიდი წლის წინ, 14  წელს ვთქვი, რომ მოდი დავაწესოთ  ნორმა -80 კილოგრამი“

რაც შეეხება ჩინოვნიკებს, პოლიტიკოსის აზრით, მათი წონა არ უნდა აღემატებოდეს 100 კგ-ს.

 სიმსუქნის პროფილაქტიკის  მიზნით პარტიის ლიდერმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა უფრო აქტიურად აწარმოოს ჯანსაღი ცხოვრების წესის  პროპაგანდა. ხოლო პოლიტიკოსებს ევალებათ  იქცნენ მისაბაძად რიგითი მოქალაქეებისათვის: “გინდა დარჩე სახელმწიფო სამსახურში, კეთილი ინებე და  ჩადექი ფორმაში; არ შეგიძლია წონის კონტროლი, სხვაგან ეძებე სამსახური“-განაცხადა პოლიტიკოსმა რადიოსთვის- „კომსომოლსკაია პრავდა“ მიცემულ ინტერვიუში.

 უფრო ადრე ჟირინოვსკი  გამოვიდა  დიდ ქალაქებში ბორდელების გახსნის ინიციატივით. მისი აზრით, ამგვარად შესაძლებელი გახდება   მომატებული აგრესიის 2-3-ჯერ შემცირება იმ ახალგაზრდებში, რომლებიც მონაწილეობენ არასანქცირებულ საპროტესტო გამოსვლებში.

 წყარო: რია ნოვოსტი

 

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way