ჩინეთის ქალაქ ნანკინის ხელისუფლებამ მოსკოვიდან ჩამოფრენილი Air China-ს სამგზავრო თვითმფრინავი დაასახელა როგორც პანდემიის დასაწყისიდან COVID-19-ის ყველაზე მასშტაბური აფეთქების წყარო.
ქალაქში გამოვლინდა არანაკლებ 200 დაინფიცირებული. ვირუსი უკვე გავრცელდა ქვეყნის 15 პროვინციის 26 დასახლებულ პუნქტში, - აცხადებს ჰონგ-კონგის გაზეთი South China Morning Post. სახელმწიფო მასმედიის შეფასებით, აფეთქება უფრო ძლიერია, ვიდრე უხანის შემთხვევაში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა მთელს მსოფლიოში.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.