USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
ჩინეთში ოჯახებს სამი ბავშვის ყოლის უფლება მისცეს
Date:  875

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში, თითოეულ წყვილს ორის ნაცვლად სამამდე შვილის ყოლის ნებას დართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

გადაწყვეტილება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომაზე მიიღეს,  რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი თავმჯდომარეობდა.

ცნობისათვის, 2016 წელს ჩინეთმა გააუქმა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი ე.წ. ერთი შვილის პოლიტიკა, რომელიც თავდაპირველად მოსახლეობის მკვეთრი ზრდის შეჩერების მიზნით შემოიღეს და წყვილებს ორი შვილის ყოლის უფლება მისცა.

ჩინეთში ჩატარებულმა აღწერამ აჩვენა, რომ 1950-იანი წლებიდან მოსახლეობა ყველაზე ნელი ტემპით გასული ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way