USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
ჩინეთში 8 თვიანი პაუზის შემდეგ კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა
Date:  867

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2020 წლის მაისის შემდეგ კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას the Guardian ავრცელებს.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი ჰუბეის პროვინციიდან იყო, რომელიც ამჟამად ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი კერაა.

ბოლო 24 საათში ჩინეთში სულ გამოვლინდა ვირუსით სიმპტომური ინფიცირების 138 და ასიმპტომური ინფიცირების 78 შემთხვევა, რომელსაც ჩინეთში ცალკე ითვლიან. რიცხვი ჩინეთისთვის საკმაოდ მაღალია. ქვეყანაში ინფიცირების მსგავსი რაოდენობა, რაც ბოლო დღეების განმავლობაშია, გასული წლის მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

აღნიშნული 138 შემთხვევიდან 124 შემთხვევაში ვირუსი ადგილობრივი გადადებით გავრცელდა. 81 შენთხვევა დაფიქსირდა ჰუბეის, ხოლო 43 ხეილუნძიანის პროვინციაში.

საპასუხოდ ჩინეთის მთავრობამ აღნიშნული პროვინციების მთავარი ქალაქების ნაწილი სრულ იზოლაციაში მოათავსა. ჰუბეის პროვინციაში მცხოვრებლებს დედაქალაქ პეკინში ჩასასვლელად ვირუსის კვლევაზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი და პეკინში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი სჭირდებათ. ლოქდაუნში ათობით მილიონი მოქალაქე იმყოფება.

შეგახსენებთ, ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და პირველად შეფერხებული ვიზიტის შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კორონავირუსის საგამოძიებო გუნდი ჩინეთში ჩავიდა. მეცნიერებისგან დაკომპლექტებული კომისია ქვეყანაში ვირუსის წარმოშობისა და ადამიანზე გადადების ფაქტს ქალაქ ვუჰანში შეისწავლის.

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way