USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ჩინეთმა უხანში დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 50%-ით გაზარდა
дата:  867

მას შემდეგ რაც, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა წამყვენი სახელმწიფოების კრიტიკა, აგრესიაში გადავიდა ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შეცვალა და 50%-ით გაზარდა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს ინფორმაციის დამავლვაში არაერთხელ დასდო ბრალი. პეკინის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე საუბრობენ ბრიტანეთის ხელისუფლებში.

საკითხს გუშინ ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ბევრი შეკითხვა არსებობს.

ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქამდე ცნობილი იყო უხანის პროვინციაში 2 579 გარდაცვლილის შესახებ. ახალი ინფორმაციით კი, მათ კიდევ 1 290 შემთხვევა დაემატა, რის შედეგადაც პროვინციაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 3 869-მდე გაიზარდა. ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევებისა და კერძო კლინიკებში დაღუპულთა ინფორმაციის დამატებამ, ასევე ზოგიერთი მონაცემის შეფერხებით მიწოდებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთის მიერ გავრცელებულ მონაცემებს ეჭვით არაერთი ექსპერტი უყურებდა.

 

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати