USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ჩინეთმა „ხელოვნური მზე“ ჩართო
дата:  2504

ჩინეთმა წარმატებით აამუშავა ბირთვული სინთეზის რეაქტორი, ე. წ. ხელოვნური მზე, რაც დიდი წინსვლაა ქვეყნის ბირთვული ენერგიის შესაძლებლობებში. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება.

რეაქტორი HL-2M ტოკამაკი ჩინეთის უდიდესი და ყველაზე მოწინავე ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტული კვლევითი მოწყობილობაა; მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მოწყობილობა შეიძლება სუფთა ენერგიის უმძლავრესი წყარო გახდეს.

ცხელი პლაზმის სინთეზისთვის ის მძლავრ მაგნიტურ ველს იყენებს და შეუძლია, ტემპერატურა 150 მილიონ გრადუსამდე აიყვანოს, დაახლოებით ათჯერ უფრო მაღალ ნიშნულზე, ვიდრე მზის ბირთვის ტემპერატურა.

რეაქტორი, რომელსაც უზარმაზარი სიცხისა და ენერგიის წარმოების უნარის გამო ხშირად „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს და მისი მშენებლობა შარშან დასრულდა.

„ბირთვული სინთეზის ენერგიის განვითარება წარმოადგენს არა მხოლოდ ჩინეთის ენერგიის საჭიროების გადაჭრის გზას, არამედ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ენერგიისა და ეროვნული ეკონომიკის სამომავლო მდგრადი განვითარებისთვისაც“, — აღნიშნავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური გაზეთი People’s Daily.

ბირთვული სინთეზის ამ რეაქტორის პატარა ვერსიებზე ჩინელი მეცნიერები 2006 წლიდან მუშაობენ.

ისინი გეგმავენ, რომ მოწყობილობა გამოიყენონ საერთაშორისო თერმობირთვულ ექსპერიმენტულ რეაქტორზე მომუშავე მეცნიერებთან ერთად; ეს უკანასკნელი კი მსოფლიოში უდიდესი ბირთვული სინთეზის კვლევითი პროექტია, რომელიც საფრანგეთშია განთავსებული და მისი მშენებლობა 2025 წლისთვის დასრულდება.

სინთეზი ენერგიის „წმინდა გრაალად“ მიიჩნევა და სწორედ ისაა, რაც ჩვენს მზეს კვებავს.

დიდი ოდენობით ენერგიის მისაღებად, ის ატომის ბირთვებს ერთმანეთს ურწყამს; ეს კი გახლეჩვის პროცესის საპირისპიროა, რომელსაც ბირთვულ იარაღსა და ატომურ ელექტროსადგურებში იყენებენ ატომბირთვების ფრაგმენტებად დაშლისთვის.

სინთეზი არ გამოყოფს სათბურის აირებს და ავარიების უფრო ნაკლებ რისკებს ფლობს, ვიდრე ატომური მასალები.

თუმცა, სინთეზის მიღწევა უკიდურესად რთული და წარმოუდგენლად ძვირია; მაგალითად, საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორის (ITER) პროექტის ღირებულება 22,5 მილიარდი აშშ დოლარია.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати