USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი - აშშ ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ მსგავს აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს
თარიღი:  880

აშშ ახორციელებს იგივე აგრესიულ სამხედრო მოქმედებებსა და შეკავების ტაქტიკას ჩინეთის წინააღმდეგ, რასაც რუსეთის წინააღმდეგ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ვეი ფენგემ რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას განაცხადა.

"მეგობარმა მინისტრმა ისაუბრა აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხეებზე, ზეწოლასა და შეკავებაზე. აშშ ასევე ახორციელებს ასეთ ქმედებებს ჩინეთის წინააღმდეგაც. მე სრულიად ვეთანხმები თქვენს შეფასებებს", - განაცხადა ვეი ფენგემ.

მისივე თქმით, რუსეთი და ჩინეთი ერთად უპირისპირდებიან ვაშინგტონს.

„ჩინეთი და რუსეთი ისეთივე ერთიანი არიან, როგორც დიდი მთა. ჩვენი მეგობრობა შეუვალია. ერთად დავუპირისპირდით აშშ-ის ჰეგემონიას და ვეწინააღმდეგებით აშშ-ის ყალბ დემოკრატიულ რეჟიმს, ყალბ მრავალკულტურიანობას, ისევე როგორც ცივი ომის გამოვლინების ახალ ფორმებს. ამიტომ, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ურთიერთობა, როგორც უკეთესი, ვიდრე მოკავშირე“, - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის