აშშ ახორციელებს იგივე აგრესიულ სამხედრო მოქმედებებსა და შეკავების ტაქტიკას ჩინეთის წინააღმდეგ, რასაც რუსეთის წინააღმდეგ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ვეი ფენგემ რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას განაცხადა.
"მეგობარმა მინისტრმა ისაუბრა აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხეებზე, ზეწოლასა და შეკავებაზე. აშშ ასევე ახორციელებს ასეთ ქმედებებს ჩინეთის წინააღმდეგაც. მე სრულიად ვეთანხმები თქვენს შეფასებებს", - განაცხადა ვეი ფენგემ.
მისივე თქმით, რუსეთი და ჩინეთი ერთად უპირისპირდებიან ვაშინგტონს.
„ჩინეთი და რუსეთი ისეთივე ერთიანი არიან, როგორც დიდი მთა. ჩვენი მეგობრობა შეუვალია. ერთად დავუპირისპირდით აშშ-ის ჰეგემონიას და ვეწინააღმდეგებით აშშ-ის ყალბ დემოკრატიულ რეჟიმს, ყალბ მრავალკულტურიანობას, ისევე როგორც ცივი ომის გამოვლინების ახალ ფორმებს. ამიტომ, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ურთიერთობა, როგორც უკეთესი, ვიდრე მოკავშირე“, - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.