USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
თბილისი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ
თარიღი:  769

ქ. პეკინი, 2023 წლის 31 ივლისი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩინეთში ვიზიტის დროს ქ. ჩენგდუში ესწრებოდა საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტული ფედერაციის (FISU) 31-ე მსოფლიო საზაფხულო თამაშებს. ვიზიტის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქ. ჩენგდუში შეხვდა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი – ქ. პეკინში. მხარეებს შორის წარიმართა სიღრმისეული საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ურთიერთ-ხელსაყრელი საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების შესახებ და მიღწეული იქნა ფართო კონსენსუსი. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ ორმხრივი ურთიერთობები.

მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოვონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
 

პოლიტიკური განზომილება

 

1.1. მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.

1.2. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებული საერთაშორისო მდგომარეობისა და ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი კავშირების მნიშვნელობამ საგრძნობლად იმატა. მხარეები ერთმანეთს მიიჩნევენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევენ.
 
1.3. საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად. მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
 

1.4. მხარეები მზად არიან გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციები საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე და გაამყარონ სტრატეგიული ურთიერთ-ნდობა.

1.5. მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით.
 
1.6. ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით ჩინეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, მხარეები ხაზს უსვამენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას მრავალი მიმართულებით და სხვადასხვა დონეზე, ისევე როგორც კომუნიკაციისა და კონსულტაციების მნიშვნელობას შესაბამის რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
 


ეკონომიკური განზომილება

2.1. მხარეები მიესალმებიან ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის მდგრად ზრდას და გამოხატავენ მზაობას მის შემდგომ მატებასთან მიმართებით, მისი სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან, სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოებასთან, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით. 

2.2. საქართველო მიესალმება ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სარტყელისა და გზის” ინიციატივას. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში, რათა თანამშრომლობა მეტი ძალითა და შესაძლებლობებით წარიმართოს. მხარეები გააძლიერებენ დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კოორდინაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული გეგმების სინერგიას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში; გააღრმავებენ ურთიერთობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში; მიემხრობიან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის პრინციპს საერთო სარგებლის მისაღებად; ხელს შეუწყობენ ღია, მწვანე და სუფთა თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის” ინიციატივის მიზნების რეალიზებისთვის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

2.3. მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.

2.4. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და საქართველო 2018 წლიდან იღებენ სარგებელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების სფეროში. ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას ხსენებული შეთანხმების ფარგლებში; ურთიერთ-ხელსაყრელი შედეგების მისაღებად მხარს დაუჭერენ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთისა და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სუბიექტებს შორის; აქტიურად მოხდება ხსენებული შეთანხმების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოყენება.

2.5. მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით ხსენებული კომისიის ფორმატში, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტურობას.

2.6. ჩინეთი მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში. ჩინეთი მხარს უჭერს ქართულ საწარმოებს ჩინეთის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებზე საქონლის რეალიზაციის მიზნით.

2.7. მხარეები გამოხატავენ მზაობას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად, რათა მოხდეს დარგის საერთო განვითარება. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას ისეთ ტურისტულ გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული ბაზარი.

2.8. ჩინეთი მხარს უჭერს და ხაზს უსვამს თბილისში აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმის მნიშვნელობას, რომლის თემა გახლავთ „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის” და რომელიც 2023 წლის 26-27 ოქტომბერს გაიმართება ქ. თბილისში.

2.9. ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთ-სასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში.

2.10. ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს.

 

ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება

3.1. ახალ პირობებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საჭიროების გათვალისწინებით, მხარეები გამოთქვამენ მზაობას აქტიურად აწარმოონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა, განაახლონ შეთანხმება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 1993 წელს იქნა ხელმოწერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

3.2. ხალხთა შორის კავშირებისა და კულტურული ურთიერთობების სფეროში მეგობრული დამოკიდებულებისა და თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან გააძლიერონ კულტურული თანამშრომლობა. წახალისდება ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვიზიტები, გაძლიერდება თანამშრომლობა ტურიზმის, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მიმართულებით. ამასთანავე, გაძლიერდება ურთიერთობები კინემატოგრაფიის, პრესის და საჯარო დიპლომატიის სფეროებში.

3.3. მხარეები შეისწავლიან ჩინეთისა და საქართველოს კულტურის წლების აღნიშვნის შესაძლებლობას და გააგრძელებენ კონსულტაციებს კულტურული ცენტრების დასაარსებლად, რასაც შესაბამისი ხელშეწყობა ექნება. 

3.4. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. განხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, გაძლიერდება თანამშრომლობა მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სფეროში, განხორციელდება ერთობლივი პროექტები.

3.5. მხარეები ხელს შეუწყობენ უნივერსიტეტებს ერთობლივი სასწავლო პროგრამების მსგავსი პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელებას; წახალისდება უნივერსიტეტების მიერ მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების სრული გამოყენება და მათი გათვალისწინება თანამშრომლობის ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში. მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტების ურთიერთ-გაცვლას და ერთობლივ განვითარებას, სამთავრობო სასტიპენდიო ინსტრუმენტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით. 

3.6. მხარეები მნიშვნელობას ანიჭებენ ენების შესწავლის მიზნით გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამებს, წაახალისებენ ორივე ქვეყნის სკოლებს ჩინური და ქართული ენების შესწავლისკენ; მზაობას გამოთქვამენ ენის პედაგოგების გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და გადამზადებისთვის; მხარს უჭერენ კონფუცის ინსტიტუტების (საკლასო ოთახების) განვითარებას. 


საერთაშორისო განზომილება

4.1. მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას; მტკიცედ დაიცავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ირგვლივ შექმნილ საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე ძირეულ ნორმებს; წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას. 

4.2. მხარეები მხარს უჭერენ კაცობრიობის საერთო ღირებულებების – მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობას; პატივს სცემენ ყველა ხალხის დამოუკიდებელ არჩევანს მათი ეროვნული შესაძლებლობების შესაბამისი განვითარების გზის განსაზღვრაში და ხელს უწყობენ კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნას. 

4.3. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების ინიციატივას და მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხსენებული ინიციატივის ფარგლებში წარმოებულ თანამშრომლობაში, რათა დაჩქარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება. 

4.4. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. მხარეებს სურთ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება ხსენებული ინიციატივის ფარგლებში და ერთობლივ ძალისხმევას ახორციელებენ მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვისთვის.

4.5. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ხსენებული ინიციატივის განსახორციელებლად.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის