USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
Date:  429

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  შეერთებულ შტატებს მოუწოდა შეწყვიტოს მაქსიმალური ზეწოლა, თუ მას ნამდვილად სურს დიალოგის გზით პრობლემების მოგვარება. ტრადიციულ  პრეს ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა  განაცხადა, რომ ტარიფებსა და სავაჭრო ომში გამარჯვებულები არ არიან და აშშ „უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში ჩინეთთან თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივობის საფუძველზე“.
ლინმა თეთრი სახლის პრესმდივნის  მიერ ერთი დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა,  რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ღიაა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებისთვის, მაგრამ პეკინმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ 75-ზე მეტი ქვეყანას სურს ვაშინგტონთან ახალი სავაჭრო შეთანხმებების განხილვა, რის შემდეგაც ტრამპმა დროებით შეაჩერა ინდივიდუალური ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ. გამონაკლისი იყო ჩინეთი, რომელმაც საპასუხო ზომები მიიღო და ამერიკულ საქონელზე 125 %-იანი ტარიფები დააწესა. 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way