USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-ის მიერ გემების დაკავება საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს
თარიღი:  1680

აშშ-ის მიერ გემების დაკავება საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვენესუელას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების უფლება აქვს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა.

შეგახსენებთ, შაბათ-კვირას აშშ-ის სანაპირო დაცვამ ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა. დოკუმენტების თანახმად, ტანკერს 1.8 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი ჩინეთში გადაჰქონდა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ „ყალბი დროშის ქვეშ მცურავი“ ტანკერი ვენესუელის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის