USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ჩინეთის მთავრობამ ევროპელ პარლამენტარებს სანქციები დაუწესა
Date:  960

ჩინეთის მთავრობამ ევროპელ პარლამენტარებსა და ევროკავშირის ოთხ იურიდიულ პირს სინძიანის რეგიონის შიდა საქმეებში ჩარევისთვის სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს.

ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სასანქციო სიაში შემდეგი პირები მოხვდნენ: ევროპარლამენტის წევრები რაინხარდ ბუტიკოფერი, მიხაელ გალერი, რაფაელ გლუქსმანი, ილჰან კუჩიუკი და მირიამ ლექსმანი, ნიდერლანდელი პარლამენტარი სიორდ სიორდსმა, ბელგიელი პარლამენტარი სამუელ კოგოლატი, ლიეტუვის სეიმის წევრი დოვილე შაკალენე, გერმანელი მეცნიერი ადრიან ცენცი და შვედი მკვლევარი ბიორნ ერდენი.

გარდა ამისა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყვიტოს სინძიანის შიდა საქმეებში ჩარევა.

პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. ოფიციალურ ჩინეთსა და სინძიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. 2011 წლიდან პროვინცია განსაკუთრებულ რეჟიმში კონტროლდება.

სამოქალაქო და უფლებადამცველი აქტივისტები ამბობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება უიღურებს არა მხოლოდ უკანონოდ აპატიმრებს, არამედ სადაც ისინი არიან აყენებენ სათვალთვალო კამერებს, ძალით ამაგრებენ მათზე GPS-სისტემებს, იღებენ მათ დნმ-ს და აღრიცხავენ რეგიონის 16-იდან 65 წლამდე ასაკის ყველა მცხოვრებს

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way