USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი: 2024 წელს საქართველოს ესტუმრა 89,000 ჩინელი ტურისტი, რაც წინა წელთან შედარებით 83%-ით მეტია და ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს
Date:  467

2024 წელს საქართველოს ესტუმრა 89,000 ჩინელი ტურისტი, რაც წინა წელთან შედარებით 83%-ით მეტია და ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ესკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.

მან ისაუბრა, თუ რა პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოიტანა ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ. ელჩის თქმით, მშრომელთა საერთაშორისო დღის არდადეგებზე, რომელიც ახლახან დასრულდა, საქართველო გახდა ჩინელი ტურისტებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის ათი ყველაზე პოპულარული ახალი მიმართულებიდან ერთ-ერთი.

„ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ძალიან მალე, ორმა ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა ორმხრივ უვიზო შეთანხმებას, რაც ადასტურებს ამ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ორმხრივი ხალხთა მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს სტრატეგიული პარტნიორობის არსს.

2024 წელს საქართველოს ესტუმრა 89,000 ჩინელი ტურისტი, რაც წინა წელთან შედარებით 83%-ით მეტია და ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს. მშრომელთა საერთაშორისო დღის არდადეგებზე, რომელიც ახლახან დასრულდა, საქართველო გახდა ჩინელი ტურისტებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის ათი ყველაზე პოპულარული ახალი მიმართულებიდან ერთ-ერთი.

გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ეწვევა საქართველოს საუცხოო ღვინის დასაგემოვნებლად და მშვენიერი ბუნების დასათვალიერებლად; უფრო მეტი ჩინური კომპანია ჩამოვა საქართველოში თანამშრომლობის დასაწყებად და საინვესტიციო პროექტების საძიებლად.

ჩვენ ასევე მივესალმებით უფრო მეტ ქართველ მეგობარს, რომ ეწვიონ ჩინეთს და თავად გამოცადონ ჩინეთის უნიკალური მშვენიერება, რომელიც აერთიანებს 5 000-წლოვან ბრწყინვალე ცივილიზაციისა და თანამედროვეობას“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

 
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way