USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა
თარიღი:  693
24 მაის, ჩინეთის ქალაქ ვუხანიდან, ხუპეის პროვინცია, საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა. საუბარია ახალ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე.
მატარებელი დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით. ტვირთის საერთო ღირებულება კი 14.82 მილიონი იუანია.
მატარებელი საქართველოში 18 დღეში ჩამოვა. საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიყენება მულტიმოდალური სქემა: „რკინიგზა - ზღვა - რკინიგზა“. შემადგენლობა ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი აქტაუს ნავსადგურში ბორანზე გადაიტვირთება, შემდეგ გაივლის კასპიის ზღვას, საიდანაც ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისსა და ფოთში სარკინიგზო გზით ჩამოვა.
ეს არის ახალი ტრანსკასპიური კავშირი ვუხანსა და საქართველოს შორის. საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის კვანძია, ევროპისა და აზიას შორის მნიშვნელოვანი კარიბჭის როლს ასრულებს.
აღნიშნული მარშრუტი კი აძლიერებს ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს ხუპეის პროვინციასა და საქართველოს, თურქეთსა და მათ მეზობელ რეგიონებს შორის. მატარებელს საქართველოში 11-12 ივნისისთვის ელოდებიან.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის