ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს აღმოაჩინა და განაცხადა, რომ კუნძულის პერიმეტრზე შეინიშნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ძალების კონცენტრაცია.
სამინისტროს ცნობით, ტაივანის გარშემო დაფიქსირდა ჩინეთის საზღვაო ძალების 62 ავიაგამანადგურებელი და 27 ერთეული სამხედრო ხომალდი, რომელთაგან 47-მა თვითმფრინავმა გადაკვეთა „ ტაივანის სრუტის“ შუა ხაზი და შეიჭრა ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონის სამხრეთ-დასავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში.
“ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სამხედრო წვრთნები, რომლებიც ხაზს უსვამს მის ჰეგემონურ დამოკიდებულებას, ძირს უთხრის რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩინეთის რესპუბლიკის ( იგივე ტაივანი) შეიარაღებული ძალები მზად არიან, დაიცვან ქვეყანა. ჩვენ არ ვესწრაფვით კონფლიქტისკენ, მაგრამ არ მოგვერიდება საკუთარი თავის დაცვა“ - ნათქვამია ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.