USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ჩინეთი პალესტინას ისრაელთან კონფლიქტში მხარდაჭერას უცხადებს
თარიღი:  827

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ისრაელთან კონფლიქტში პალესტინის მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ჩინეთში  თვლიან, რომ პალესტინის საკითხი სამართლიანად არ მოგვარებულა, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციები სრულებით არ სრულდება. სწორედ ამიტომ, ვანგ ის აზრით, კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი ვარიანტი რჩება - პალესტინელებისათვის ცალკე სახელმწიფოს შექმნა.

ჩინეთმა  მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას პოლიტიკური საშუალებებით. ვან ი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მთავარი პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტა და ძალადობის შეჩერებაა. 

ამასთან, თეირანი ისლამისტურ დაჯგუფება "ჰამასს" ""ყოვლისმომცველ მხარდაჭერას" უცხადებს.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი 149-ს აღწევს, მათ შორის 41 ბავშვია. ხოლო ისრაელში თავდასხმებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის