USD 2.6393
EUR 3.0167
RUB 3.4624
Тбилиси
ჩინეთი მოქმედებაზე გადადის
дата:  1284
ჩინეთი მოქმედებაზე გადადის – მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, აშშ-მა დაამტკიცა ტაივანისთვის 11 მილიარდიანი მასშტაბური სამხედრო შესყიდვების შესაძლებლობა, რასაც მოჰყვა ჩინეთის ხელისუფლების მიერ ჯერ დიპლომატიური მკაცრი ტონი და აშშ-ს მუქარის შემცველი გაფრთხილება, შემდეგ კი, ამერიკული თავდაცვის კომპანიებისთვის სანქციების დაწესება, უკვე დღეს, ჩინეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ თეატრის სარდლობა ტაივანის ირგვლივ აცხადებს მასშტაბური სამხედრო წვრთნების – "სამართლიანობის მისია 2025-ის" დაწყებას.
რაც ამ ეტაპზე ვიცით ოფიციალურ ჩინურ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე:
• ჩინეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ თეატრის სარდლობაში შემავალმა სხვადასხვა ძალებმა ორშაბათს ტაივანის კუნძულის ირგვლივ დაიწყეს სამხედრო წვრთნები კოდური სახელწოდებით „Justice Mission 2025“, — განაცხადა აღმოსავლეთ თეატრის სარდლობის სპიკერმა ში იიმ.
• აღმოსავლეთ სარდლობა ახორციელებს სახმელეთო ძალების, საზღვაო ძალების, საჰაერო ძალებისა და სარაკეტო ძალების დანაყოფების გადასროლას, რათა ჩაატაროს წვრთნები ტაივანის სრუტეში და ტაივანის კუნძულის ჩრდილოეთ, სამხრეთ-დასავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე.
• წვრთნების ძირითადი ამოცანებია: ზღვა–ჰაერის საბრძოლო მზადყოფნის პატრულირება, ერთობლივი მოქმედებებით სრული უპირატესობის მოპოვება, საკვანძო პორტებისა და რაიონების ბლოკირება, ასევე კუნძულის გარე ხაზებზე ყოვლისმომცველი შეკავება.
• 29 დეკემბერს აღმოსავლეთ თეატრის სარდლობა იყენებს გამანადგურებლებს, ბომბდამშენებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო ცეცხლთან კოორდინაციაში, რათა ჩაატაროს წვრთნები ტაივანის სრუტის ცენტრალურ აკვატორიასა და საჰაერო სივრცეში, მობილური სახმელეთო სამიზნეების განადგურებაზე კონცენტრაციით. მიზანია ჯარების ზუსტი დარტყმების შესაძლებლობების შემოწმება საკვანძო სამიზნეებზე.
• 29 დეკემბრიდან აღმოსავლეთ თეატრის სარდლობა გზავნის საკუთარ საზღვაო და საჰაერო საშუალებებს ტაივანის კუნძულის ირგვლივ საბრძოლო მზადყოფნის პატრულირების ჩასატარებლად. ხომალდები და თვითმფრინავები სხვადასხვა მიმართულებიდან მაქსიმალურად ახლოს მიუახლოვდებიან ტაივანს, რათა გამოიცადოს ჯარების უნარი სწრაფი მანევრირების, ყოვლისმომცველი საბრძოლო განლაგების ფორმირებისა და სისტემური ბლოკირებისა და კონტროლის განხორციელების მხრივ.
• ჩინეთის განცხადებით, ეს წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ძალების და გარე ჩარევის წინააღმდეგ და არის ლეგიტიმური და აუცილებელი ქმედება ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ, საწყისად 5, შემდეგ კი, დამატებით კიდევ 2 ზონაში გამოაცხადა ბლოკირების სექტორების მოწყობა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, ტაივანის ირგვლივ სრული ბლოკადის იმიტიაციას და საჭიროების შემთხვევაში, მომარაგებისა და ვაჭრობისთვის ყველა საზღვაო მარშრუტის გადაჭრას – სავარაუდოდ, სწორედ ეს სცენარი გათამაშდება ტაივანში შეჭრის დაწყების წინა ეტაპზე, როდესაც ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ჯერ პოლიტიკურ მუქარებს გაავრცელებს, შემდეგ კი, ულტიმატუმზე უარის თქმის შემთხვევაში, სამხედრო საშუალებებით ეკონომიკურ ბლოკადაზე გადავა, რასაც მოჰყვება ტაივანში შეჭრის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყება.
общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати