USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანიდან ეპიდემიასთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
Date:  715

ჩინეთის სასამართლომ ჟურნალისტს, რომელიც ქალაქ უხანიდან კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა, 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 37 წლის ჟანგ ჟანის სასამართლო პროცესი შანხაიში გაიმართა და ის პრობლემის პროვოცირებაში დაადანაშაულეს. აღსანიშნავია, რომ ჟანგ ჟანი ქვეყნის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა და უხანში ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებდა.

„ხელისუფლებამ ხალხს არასაკმარისი ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი ქალაქი უბრალოდ ჩაკეტა,“- წერდა ჟურნალისტი.

ჟანგი პირველი ჟურნალისტია, რომელსაც სასამართლომ კორონავირუსის პანდემიის გაშუქების გამო პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ სამი ჟურნალისტი, რომელიც უხანიდან ახალ ამბებს ავრცელებდა, თებერვლის შემდეგ გაუჩინარებულია.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way