USD 2.7288
EUR 3.1602
RUB 3.4651
თბილისი
"ჭინჭო! რატომ ვუყვარვარ ღმერთს ასე ძალიან ?!" - ლაშა ტალახაძის ექიმი სპორტსმენის განვლილ გზაზე, ჯანმრთელობის პრობლემებზე და სირთულეებზე, რომელის გადალახვაც ოლიმპიურ ჩემპიონს უწევდა
თარიღი:  930

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის წევ­რი, ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ექი­მი რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი - გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი ლაშა ტალახაძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

*ტოკიოდან - რიომდე*
..2020 წელი იყო, კოვიდმა ჩაგკვკეტა სახლებში, სამ თვიანი შესვენების შემდეგ დუშეთში გვეღირსა შეკრება და მანდ აღმოჩნდა, რომ წელი აწუხებდა....
....ზოგადი ფუნქცია, სპორტული მედიცინის არის ის, რომ თან ვარჯიში შეაძლებინო და თან ჯანმრთელ ცხოვრებას დაუბრუნო. ხშირად ვწუწუნებ ხოლმე ერთ ფაქტზე, რიგით ადამიანს და მოქმედ სპორტსმენს, ერთნაირი პრობლემაზე, ერთი და იგივე წამლით, რომ დაუნიშნო მკურნალობა, რიგითი ადამიანი 3 ჯერ ნაკლებ დროში დაუბრუნდება ნორმალურ ფუნქციას, ვინაიდან, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერ დეტალს შეცვლი, რაც მკურნალობას წინ წასწევს, სპორტში კი ვერა......
.....სხვა გზა რომ არ დაგვრჩა, წავედით და ხერხემლის ტომოგრაფია გადავიღეთ.
პასუხი პირადად ჩემთვის გამაოგნებელი იყო... " წელის მეოთხე-მეხუთე მალთაშუა დისკის 8.5 მმ ზომის თიაქარი, მარჯვენა ნერვულ არხზე ზეწოლით" .
ეს დიაგნოზი პირდაპირ ოპერაციას ითვალისწინებდა. რაც ნეიროქირურგებმაც შეაფასეს და ერთ-ერთის პასუხი იყო : " - მე გავაკეთებ ოპერაციას, იქნება 100 % სიზუსტით შესრულებული, მაგრამ, რომ ვერ აწიოს 270 კგ და აწიოს 240 ?!..."
იქვე გადაწყდა, რომ სანამ შეძლებდა უნდა ევარჯიშა, თუ გაიჭედებოდა, შემდეგ დავწვებოდით ოპერაციაზე...
...და დაიწყო უსაშველო პრობლემა, უამრავი ნემსი, ფიზიო, ტაბლეტი, მწვრთნელებისგან შერჩევითი ვარჯიში, დამატებითი ვარჯიში.
რამდენადაც შედიოდა ფორმაში, იმდენად მატულობდა ზეწოლა, ნელ-ნელა ჭირდა მარჯვენა ფეხის გამოყენება.. ვერ ჩერდებოდა დიდხანს ფეხზე, ვერ ჩერდებოდა დიდხანს ერთ ადგილას დამჯდარი...
....2021 წელს მაინც მოიგო ყველა ძირითადი ტურნირი, მათ შორის tokyo2020, მოხსნა ყველა რეკორდი, სხვისიც და მისიც....
მაშინ, როცა ბევრად მცირე ჯანმრთელობის პრობლემებს, ვიღაცებმა ვერ გაუძლეს და დროზე ადრე გადაწყვიტეს კარიერის დასრულება.....
...2022 წელს, უკვე დაეტყო, რომ მარჯვენა ფეხის კუნთები ატროფირდა(განლევა), რაზეც ნეიროქირურგებმა 2020 წელს გაგვაფრთხილეს.... საჭირო იყო დამატებითი ღონისძიებები, კუნთის ზომის შესანარჩუნებლად...
მაგრამ, ტვინი კომპიუტერი არაა, ავტომატურად, როდესაც მძიმე შტანგით ასრულებ ატაცს, აკვრას, ან რომელიმე დამხმარე ვარჯიშს, რაშიც კიდურები თანაბრად უნდა იყოს ჩართული, სხეული მეტად იყენებს ჯანმრთელ კიდურს ან კუნთს, მიდის ძირითადი დატვირთვა მასზე და ახალი ტრავმის პროცენტული მაჩვენებლელიც, იმ მხარეს იზრდება. სწორედ ამ ფაქტის წინაშე დავდექით ევროპის ჩემპიონატამდე 45 დღით ადრე, ერთ-ერთ მძიმე ვარჯიშზე, 260 კგ შტანგის მკერდზე აღების დროს, მარცხენა (ჯანმრთელ) ფეხს, მეტად დააწვა და კუნთი გაგლიჯა...
კონკრეტულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსასვლელად და მოსაგებად, გვიშველა რამდენიმე ფაქტმა..
1. სუპერ სავარჯიშო გრაფიკს ატარებდა ასანიძე-გახოკიძის მეთვალყურეობით და იყო ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 3 კვირა, მძიმე ვარჯიშს ვერ გავდიოდით, ორგანიზმმა შეძლებისდაგვარად შეინარჩუნა ფორმა
2. ჩავრიეთ ყველა და ყველაფერი, რისი ან ვისი ჩარევაც შეგვეძლო, სპორტული მედიცინის ასოციაცია და ზურაბ კახაბრიშვილი, ტრავმატოლოგები, რადიოლოგები, ნემსები, ფიზიოთერაპია, მასაჟი, რეზინით ვარჯიშები, გაწელვები
3. მას უბრალოდ შეეძლო ეთქვა უარი გამოსვლაზე, დაესვენა და ემკურნალა, თუმცა მისმა ხასიათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და გავიმარჯვეთ....
.... მკურნალობა შეჯიბრიდან დაბრუნებისთანავე განვაგრძეთ, ვინაიდან ეს სპორტი მუდმივ სავარჯიშო პროცესს ითხოვს, რომ ფორმასთან ახლოს იყო. წლის ბოლოს კოლუმბიაში, მსოფლიოს ჩემპიონატი იყო ჩანიშნული, რისთვისაც აქტიურ მზადებას შევუდექით....
კოლუმბიამდე ორი თვით ადრე, გაგლეჯილმა კუნთმა ისევ შეახსენა თავი და ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ.... იგივე პროცედურები, იგივე ვარჯიში...
შემდეგ კოლუმბიის დედაქალაქი, ბოგოტა გახდა პრობლემა, თავისი ადგილმდებარეობით, ვინაიდან ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე.. რამაც განსაკუთრებული ცვლილებები შეიტანა შეჯიბრის მიმდინარეობაში... არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვა ათლეტებისთვისაც, განსაკუთრებით კი მძიმე წონოსანი სპორტსმენები წუხდნენ, უჰაერობას და მაღალ წნევას.
გზაში გაცივდა, ან თვითმფრინავში დაინფიცირდა ვირუსით. არ ვიცოდით რა იყო... კოვიდი კანტი-კუნტად იძებნებოდა მაგ დროს, არც გავტესტილვართ... სუნთქვა უჭირდა, განსაკუთრებით აკვრის დროს.....
6 წლის შემდეგ, პირველად მოხდა შეჯიბრზე, რომ ატაცში ლაშა და სომეხი ძალოსანი 215 კილოგრამით ინაწილებდნენ პირველ-მეორე ადგილს.. მესამე ცდაზე 220 კილოგრამი გააფუჭა.. რამაც ჩვენი 6 კილოგრამიანი პლიუსი ვერ მოგვცა ორჭიდისთვის....
10 წუთიანი შესვენება დაიწყო....
კონკურენტებს იმედი აქვთ...
ლაშა წაშლილია სახეზე...
ჩვენც, თუმცა ვცდილობთ არ შეგვეტყოს..
სუნთქვა უჭირს, სიცხე აქვს, ვაგრილებ ყინულებით...
სახეზე უცნაური ფერია... არვიცი ნერვიულობის თუ უჰაერობისგან...
უკვე ფიქრობენ რომ დანებდა....
აკვრაზეც გაყვა ატაცის უიღბლობა, პირველი ცდა ვერ ჩათვალა...
შემდეგი ორი ცდით გავიმარჯვეთ..
მაგრამ იყო ხიფათი, აკვრის ოქროს მედლის დაკარგვის, პირველად მოხდა, რომ ლაშას არ ქონდა ცდა დარჩენილი, ირანელს და სირიელს კი ქონდა. თუმცა ვერ გამოიყენეს....
....იქვე დადო პირობა, რომ სომხეთში ჩანიშნულ ევროპირველობას იდეალურ ფორმაში შეხვდებოდა....
თქვა და შეასრულა, საქართველოს ჰიმნი მეშვიდეჯერ ააჟღერა, ამჯერად ერევანში... სამი ოქროს მედალიც მიუმატა თავისი მედლების სეიფს.... მიუხედავად იმისა, რომ 10 დღით ადრე კენჭის გავლა ქონდა და ძლიერი ტკივილით თითქმის ორი დღე გაატარა კლინიკაში.... აკვრის მესამე მისვლაზეც ტკვილის გამო ვერ მივიდა. თუმცა ამაზე არც გამარჯვებამდე და არც შემდეგ თქვენთვის არ გვითქვამს.....
....მსოფლიოს პირველობას, 2023 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქმა - რიადმა უმასპინძლა,
მიუხედავად კლიმატის სირთულისა და 45 გრადუსი სიცხისა, ყველანაირი პირობა იყო შექმნილი კარგი შეჯიბრისთვის...
ლაშაც მშვენიერ ხასიათზე იყო, 4 დღე იყო დარჩენილი მის გამოსვლამდე და აქაც კენჭის გავლა დაეწყო, მოვხვდით საუდის არაბეთის კლინიკაში, უამრავი გამაყუჩებელი, კვლევა, ნერვიულობა და "დაბადა" კენჭი ...
გამოვედით 4 დღის მერე და მოვიგეთ... მაგრამ ბოლო მისვლაზე მაჯა იტკინა და სადარდებელიც დამიმატა. ...
საქართველოში დაბრუნებიის შემდეგ, მალევე აღმოჩნდა მუხლიც უშუპდებოდა...
ვეხვეწე, ვეჩხუბე, გადავიღოთ, ვნახოთ... კლაუსტროფობია აქვს და ვერ წვებოდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის გადასაღებად, ცუდად ხდებოდა.
დავიწყეთ მკურნალობა მაჯაზეც და მუხლზეც, ვხედავდით რომ უკეთესობა იყო, თუმცა ნოემბრის შუა რიცხვებში თითქმის ვეღარ მიყვებოდა მწვრთნელთა ვარჯიშებს.
დეკემბრის დასაწყისში, სხვა გზა რომ აღარ რჩებოდა, დამამშვიდებელი დავლიეთ და შევედით გადაღებაზე.
დასკვნა, რომელიც ძალიან კარგმა ქირურგმა დადო, გამაოგნებელი იყო, ფაქტიურად, მარჯვენა მუხლი ხრტილოვანი საფარის გარეშე იყო დარჩენილი და ყველა მოძრაობისას წვივის და ბარძაყის ძვალი, ერთმანეთს უფრო აზიანებდა.
ოპერაცი საშუალოდ 6 თვიან ვარჯიშის შეწყვეტას მოითხოვდა, რაც ავტომატურად ოლიმპიადაზე ვერ გამოსვლას ნიშნავდა.
გადაწყდა , რომ უნდა გაეძლო ტკივილისთვის, ცოტახანი შეგვემცირებიმა დატვირთვა და დაგვეწყო ჰიალურონის, ასევე პრპ სახსარშიდა ინექციები..
მისახედი იყო მაჯაც, რომლის ვერ დატვირთვის გამო, უკვე მეორე მაჯაც იწყებდა ტკივილს.
მთლიანობაში მუხლში 10 სხვადასხვა და მაჯაზე 5-5 ნემსის შემდეგ, დავიწყეთ ფიზიოთერაპია, ყინული, გაწელვა და სპეციალური ვარჯიშები... მარჯვენა ბარძაყზე კუნთის საფარი საშუალოდ 30 % იყო შემცირებული, რაც რამენაირად უნდა წამოგვეწია მარცხენა ფეხისთვის. 45 დღის მანძილზე, ყოველი სავარჯიშო დღეს კეთდებოდა კინეზოტეიპირება, მასაჟი, გაწელვა ყინული, ხოლო დღის ბოლოს ულტრაბგერითი თერაპია და ელექტროსტიმულაცია.
პარალელურ რეჟიმში ლაშას ხასიათი გამოუკეთდა და სავარჯიშო წონებიც თანდათან გაიზარდა, ვფიქრობდით, რომ ბულგარეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ასპარეზობას შეძლებდა, მაგრამ ნაცვლად აპრილის თვისა, თებერვლის შუა რიცხვებში გადაწყდა ჩემპიონატის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ლაშას გამოსვლა ფიზიკურად შესაძლებელი იყო, სამწვრთნელო და სამედიცინო გუნდებმა, რისკის ქვეშ ვერ დავაყენეთ ოლიმპიური თამაშები, ვინაიდან კონკურენცია ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ დიდი იქნებოდა, რაც ითვალისწინებდა ლაშას მისვლას დიდ წონებზე, შედეგად კი, გამარჯვების მიუხედავად, შესაძლოა დამატებითი ტრავმა მიგვეღო, რის მოშუშებაც ოლიმპიადამდე ვერ მოესწრებოდა.....
ვარჯიშები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუწყვეტლივ გაგრძელდა, თითქმის გადაბმული შეკრებები გავიარეთ ზღვისპირეთში, შეკვეთილსა და ჩაქვში...
მდგომარეობა იყო სტაბილური, მაგრამ დრო და დრო მაჯები და მუხლი თავს ახსენებდა...
ოლიმპიადის წინა, 22 დღიანი შეკრება, ბაკურიანში ჩაინიშნა.
იქვე აღმოჩნდა, რომ მძიმე და აუცილებელი ვარჯიშების გავლის დროს,ორივე მაჯამ ძალიან შეაწუხა...
საჭირო გახდა დამატებითი სამედიიცინო მანიპულაციების ჩატარება, რადგან დრო აღარ გვრჩებოდა....
ყოველი დღე გადამწყვეტი იყო...
პარიზი შეგვეგება,როგორც ეგებებიან ხოლმე ოლიმპიელებს.
ახალი აშენებული საცხოვრებელი კორპუსები, მინიმალისტურად მოწყობილი ოთახები, არც თუ ისე მრავალფეროვანი სამზარეულო, რაც ოლიმპიადებზე ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე, "კარდონის"ავეჯი...
გასაგრილებლად "ვინტილიატორები",
8 ადამიანზე ორი აბაზანა და მიდი თუ ბიჭი ხარ ან ლაშაზე ადრე შედი, ან დააგვიანე გამოსვლა... ივლი დალურჯებული...
გაგვიმართლა, რომ სავარჯიშო დარბაზში მისასვლელად ავტობუსი არ გვჭირდებოდა, ფეხით 5 წუთში ვიყავით ადგილზე... 2 კვირით ადრე წამოვედით, ლაშას საქართველოს დროშა უნდა გაეტანა გახსნის ცერემონიალზე და შესაბაამისად, პირველივე დღიდან მოგვიწია ჩამოსვლა.
უარყოფითი ის იყო, რომ შეჯიბრამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, ლაშა სულ წუწუნებს ხოლმე, ნეტავ დროზე მოვიდოდესო... დადებითი მხარე ასე ვთქვათ, ვიყავით იზოლირებული, არ გვიწევდა წანწალი, კარგად ვისვენებდით, ნორმალურად ვჭამდით, არ რეკავდა ლაშას ტელეფონი ყოველ წამს და ა.შ....
ვარჯიშები მიდიოდა ნორმალურად, ორ-სამჯერ მოუწია წონების გავლა, პირველ - ორ ვარჯიშს ვერ შეხვდა და გააფუჭა მისვლები, ამ ფაქტმა ჩვენც შეგვაშფოთა და ლაშაც, - "წადი და დაჯექი სახლში, ხომ ხედავ აღარ შეგიძლია" - მიაძახა გაბრაზებულმა თავის თავს, ასეთი ლაშა არავის არ უნახავს, მეც კი. ბოლოს მაინც დასტაბილურდა და ხასიათიც გამოუკეთდა...
მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მე და გიორგი ასანიძემ, მის პატივცემულ ღიპს "პლასტიკური ოპერაცია" გავუკეთეთ.
დიდი წონის გამო, მუცელზე ხვდებოდა შტანგა ატაცის დროს, მერე ვერ აძლევდა სწორ მიმართულებას და წინ უვარდებოდა.
კინეზო ტეიპებით ავჭიმეთ ცხიმის მასა, მკერდის ძვლისა და ნეკნებისკენ, ასე დავიბრუნეთ "ტანწერწეტა" ლაშა....
შესაბამისად, ბოლო ერთი კვირა, მუხლების და წელის გარდა მუცლის ტეიპირებასაც ვაკეთებდით და ასე მიუხალოვდა თავის ძველ მოძრაობას....
ჩვენი ფიზიოთერაპევტი, რუსლან ღიბრაძე, ყოველდღიურად სხეულის სხვადასხვა ნაწილის სრულ მასაჟს უკეთებდა, ათასნაირი მაზით...
რაც მისი კუნთების შრომისუნარიანობას თვალსაჩინოდ ზრდიდა.
ველოდებოდთით 10 აგვისტოს...
...მაისური მიჭერს....
განვუცხადე და დემონსტრაციულად წინ გამოწეული მკერდით დავენახე.... ეს ის მაისურია რაც მის ყველა შეჯიბრზე მაცვია... თუმცა ახლა მეც ტანკივით ვარ, მომიხდა ფრანგული კრუასანები და აშკარად არ მომდის...
...არ მაინტერესებს, ჩაიცვამ!... იყო პასუხი და მშვიდად გააგრძელა ლოცვა...
ჩუმად დავეჯღანე და მოტმასნილი ნაჭრის გაწელვა გავაგრძელე, იქნებ კამერებში ღიპი არ გამომიჩნდესმეთქი...
გამოდის ფსიქოლოგიურად ყველაფერს უყურებს, თვალს ახსოვს ის დეტალები, რაც მისი წარმატების დროს მის გვერდით იყო, ადამიანები, ტანსაცმელი, ფერები, ასანიძესაც კი, 2016 წლის რიოს ოლიმპიური ჟაკეტი აცვია...
ითხოვს და უნდა შევუსრულოთ...
...მზად ვართ...
ირაკლი ჩხეიძემ გვანერვიულა, დილიდან 150-100 ზე მაქვს წნევა, პულსიც 100-105, თავი მაქვს ორ ოთახიანი ბინასავით, ორი კაპ@@პრილი და ერთი კორ@@ლჯი ჩავიგდე ენის ქვეშ... იქნებ მიშველოს, მაგრამ შენც არ მომიკვდე.... მზად ვართ და ავტობუსისკენ მივდივართ..
დღეს განსაკუთრებულად ცხელა, ავტობუსში გაგრილება არაა, რაღაც აეროზოლი მოგვცეს, წყალი ასხია და ვისხამ სახეზე... გზა და გზა...
...აიწონნენ, განსაკუთრებით იწელება ხოლმე დრო შეჯიბრის დაწყებამდე, თუმცა ახლა საქმე გვქონდა და დროც გადიოდა, კინეზოტეიპირება უნდა გაგვეკეთებინა, ორივე მუხლი, წელი და მუცელი....
"ავაწყეთ", დავატეიპეთ, შემდეგ რუსლან ღიბრაძეს ჩავაბარე და მან დააამუშავა, გაუხურა კუნთები...
ვიწყებთ....
გენო პეტრიაშვილოს ფინალური ჭიდაობა დაგვემთხვა, რომელმაც საკმაოდ გვანერვიულა, მაგრამ ოქროს მედლით გაგვახარა და ჩვენც მოვედით ბრძოლის ხასიათზე..
ლალაიანი და მინასიანი კარგად არიან მომზადებული, იგრძნობა გასახურებელშიც, წონები ჩვენსავით აქვთ შეკვეთილი.. 210-245....
ვღელავ, ან ვინ არ ღელავს....
ჩემი ტეიპების იმედი მაქვს, იცავს ძველი ტრავმის გამეორებისგან, ახალი არ მინდა გამოხტეს...
შტანგას ისეთი აზარტით ვაწყობ, იქვე მჯდომ სამედიცინო გუნდი, ლაშას შემდეგ მე მგულშემატკივრობს...
ატაცში 210 კგ გაიარა სამივემ პირველ ცდაზე, ყველაფერი ასანიძე-გახოკიძის გეგმის მიხედვით მიდის,
215 კგს შეეგებნენ ლაშა და ლალაიანი, ორივემ აიტაცა, მინასიანმა კი 216 კგ დაიმორჩილა...
მატულობს ცეცხლი დარბაზში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოსული გულშემატკივარი, ემოციებს ვერ მალავს და ყველა ცდაზე ინგრევა ოვაციით დარბაზი....
ლალაიანი 218 კგს აფუჭებს და ლაშას ჯერი დგება, 220 კგ.....
და "ჰოი საოცრებავ", ასეთი იყო გულშემატკივრების ოვაცია, ლაშამ ცდა ვერ გამოიყენა...?!
ასევე გააფუჭა მისვლა მინასიანმაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ, ლაშამ ცალკეული მოძრაობა პირველად დათმო....
ეს იმანაც განაპირობა, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ ორჭიდის მედალია და არა ატაცის ან აკვრის....
ხასიათი წაუხდა...
არ იმჩნევს, არა და მოხარშულს ვიცნობ... შემწვარსაც!
არც ჩვენ ვიმჩნევთ, არა და ლამის გული გამისკდეს...
ვერც ვერაფერს ვამბობ...
ორ აბ წნევის დამწევს ვამატებ ჩემს დღიურ დოზას და ვაგრძელებ შტანგის აწყობას...
აკვრაში, ვფიქრობ ვერ გამოგვყვებიან...
და ზუსტად მახსოვს, ჯერ კიდევ თვეების წინ ვისაუბრეთ მე და ასანიძემ, რომ აქ ოქრო 215-255 ის ორჭიდის ჯამი იქნებოდა...
ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი...
და ჩვენ ვიმარჯვებთ...
არ ვიცი როგორ, რანაირად, არ მახსოვს, ვდგავარ გაშტერებული, ვიღაცები მოდიან და მილოცავენ, ჩვენ ხომ ისტორია დავწეერეთ...
და ისევ ლაშას ხმა მაფხიზლებს :
" ჭინჭო! რატომ ვუყვარვარ ღმერთს ასე ძალიან ?!"
Lasha Talakhadze 
თბილისი
ნაძალადევის რაიონში ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ხუთ მისამართზე ჩატარდა
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოძველებული ლიფტების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე განხორციელდა.
ლიფტები შემდეგ მისამართებზე განახლდა:
ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი N7ა, ღირებულება - 49 450 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N5ა, ღირებულება - 96 000 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი N30, ღირებულება - 30 730 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, კორპუსი N26, ღირებულება - 30 970 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N7ა, ღირებულება - 31 665 ლარი;
აღნიშნულ მისამართებზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 238 815 ლარი დაიხარჯა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.