USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
Тбилиси
„ჩემპიონთა ლიგის“ ფინალი მადრიდში ჩატარდება
дата:  1133

მადრიდის მერის თქმით, „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალი წელს შესაძლოა ესპანეთის დედაქალაქში ჩატარდეს. 

ტურნირის გამარჯვებული 30 მაისს, თურქეთში, ათათიურქის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამოვლენილიყო, თუმცა გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

„ვიცი, რომ ქალაქის საკრებულო ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს და მინდა ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვთქვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მადრიდში ჩატარების მიმართ“, - განაცხადა მერმა ლუის მარტინეს-ალმეიდამ.

მისივე თქმით, ასეთი საერთაშორისო ტურინირის მასპინძლობა შექმნილ ვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება და დაამტკიცებს, რომ მადრიდმა ვირუსით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა მოკლე დროში შეძლო. მოკლე დროში გამოვიდა.

UEFA-ში ჯერ არ დაუდასტურებიათ როდის აღდგება „ჩემპიონთა ლიგის“ გათამაშება და სად გაიმართება ფინალი. სავარაუდოდ ეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სხდომაზე, 17 ივნისს გაირკვევა.

мир
ჯეი დი ვენსი ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა 24.hu პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს, 7 აპრილს, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაზე.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დემონსტრაციამდე ორბანი და ჯეი დი ვენსი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати