USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
თარიღი:  386

დაზუსტებული ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 დაშავდა. ამის შესსახებ BBC წერს.

დაიღუპა თავად თავდამსხმელიც, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 24 წლის დავიდ კოზაკი დედაქალაქიდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰოსტოუნში ცხოვრობდა.

თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მან საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გახსნა ცეცხლი. პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმას საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

მომხდარის გამო, ჩეხეთის მთავრობამ 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის