USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად გენერალი პეტრ პაველი აირჩიეს
Date:  1158

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გადამდგარმა გენერალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პეტრ პაველმა გაიმარჯვა. 

ამის შესახებ ჩეხეთის ტელევიზიამ ხმების საბოლოო დათვლის დროს განაცხადა.

„ჩეხეთის ახალ პრეზიდენტად პიტერ პაველი აირჩიეს“, - აღნიშნა სატელევიზიო გადაცემის წამყვანმა.

უახლოეს მომავალში პრაღაში ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტის პრესკონფერენციაა მოსალოდნელი.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში პაველის გამარჯვება დაადასტურა. 

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და NATO-ს გენერალმა, პეტრ პაველმა მიიღეს. 

ამასთან, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way