USD 2.7166
EUR 3.1483
RUB 3.3710
Тбилиси
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი არ დაუჭირა
дата:  457

ეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილების უფლებების უმეტეს ნაწილში გათანაბრებას ითვალისწინებს, თუმცა მხარი არ დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. 

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინებაში უნდა ჰქონოდათ ისეთივე უფლებები, როგორიც აქვთ ქორწინებაში მყოფ ქალსა და მამაკაცს: საერთო ქონების ფლობა, ქვრივის უფლება პენსიის მიღებაზე, შვილებთან დაკავშირებით უფლებები და მოვალეობები და სხვ. კანონპროექტის მიღებით ჩეხეთში პრაქტიკულად აღარ იარსებებდა სამოქალაქო პარტნიორობა, რომელსაც 2006 წლიდან ერთნაირსქესიანი წყვილები აფორმებდნენ.

თუმცა კონსერვატორი დეპუტატების პროტესტის გამო, პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, არამედ ხაზს უსვამს პარტნიორობის უკვე არსებულ მექანიზმს.

კანონპროექტის თანახმად, ერთნაირსქესიანთა წყვილებს შვილად აყვანის უფლება არ ექნებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ბავშვის ბიოლოგიური მშობელია.

ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ზედა პალატაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც მას პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა უნდა მოაწეროს ხელი. აღსანიშნავია, რომ პეტრ პაველმა მანამდე მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას.

წყარო https://www.reuters.com

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати