USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
ჩეჩნები რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ ასლანბეკ ახმეტხანოვის დაჯგუფების წევრები არიან
дата:  1900

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელთა მიხედვითაც საქართველოში სავარაუდოდ იმყოფებოდა ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვი და მისი წრე.

თავდაპირველად გავრცელებულ კადრებში ჩანდა რამდენიმე მანქანა. ფოტო-ვიდეომასალა, სავარაუდოდ, გადაღებული იყო ბათუმში, გასული თვის ბოლოს. ერთ-ერთი ავტომობილის ნომერი იყო с777се77. როგორც შემდეგში სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაარკვიეს, ეს მანქანა სავარაუდოდ ეკუთვნის ასლანბეკ ახმეტხანოვს. ახმეტხანოვის შვილის, როხიმის ინსტაგრამ-გვერდზე განთავსებულია ფოტო, რომელშიც ჩანს მანქანა ამავე ნომრით. იგივე ნომერი ჩანს თავად ასლანბეკ ახმეტხანოვის ინსტაგრამ-გვერდზე ატვირთულ ვიდეოშიც.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელიც თბილისის ქუჩებშია გადაღებული და ჩანს თავად ასლანბეკ ახმეტხანოვი და მისი ესკორტი. როგორც ვიდეოს ავტორი წერდა, კადრებში ასახული პირები 26 მაისს შეამჩნია.

ერთ-ერთ ინსტაგრამ-გვერდზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინაა შექმნილი და სავარაუდოდ ახმეტხანოვთანაა კავშირში, განთავსებულია ვიდეო, რომელშიც ჩანს მანქანების ესკორტი, ლოკაციად კი საქართველოა მითითებული.

ოფიციალური განცხადება კადრებთან დაკავშირებით ჯერ არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია.

კადიროვის მიერ ახმეტხანოვის საჯაროდ დასჯა

ასლანბეკ ახმეტხანოვმა ბოლოს მედიის ყურადღება 2020 წელს, მარტი-აპრილის თვეებში პანდემიის ფონზე მიიპყრო. როდესაც ჩეჩნეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დაწესდა, ახმეტხანოვმა გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომელშიც ის რეგულაციებზე იცინოდა. ამის შემდეგ მასთან პირადად მივიდა ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად და კამერების წინ გააკრიტიკა და დაამცირა. კადიროვმა ახმეტხანოვი გააკრიტიკა ვიდეოს გამო, რომელშიც ის ქალებთან ერთად ღვინოს სვამდა და კოვიდრეგულაციებზე ირონიულად საუბრობდა. ამას გარდა, ჩეჩნეთის ლიდერმა გაიხსენა შემთხვევა, როცა ახმეტხანოვის შვილმა, რუკმანმა 2016 წელს ჭიადობის ჩემპიონატში გამარჯვებულ მეტოქესთან ჩხუბი გამართა. კადიროვმა დატუქსვის დროს გაიხსენა ბიზნესმენის მიერ იარაღის უკანონო ყიდვა-გამოყენების ფაქტიც. ახმეტხანოვმა ბოდიში საჯაროდ, კამერების წინ მოიხადა. ამის შემდეგ, ის სოფელ გეხიში, სადაც ცხოვრობდა, გარკვეული პერიოდი აღარ გამოჩენილა. 

ახმეტხანოვი სოფელ გეხში მხოლოდ მაისის დასაწყისში დაბრუნდა. როგორც მედია Кавказский Узел-ი წერდა, კადიროვმა ახმეტხანოვს სახლში დაბრუნების ნება დართო, რადგან "ბიზნესმენი ჩეჩნეთის ხელისუფლების სოციალურად ახლო ელემენტია და შეეგუა მიყენებულ დამცირებას, მისი ფინანსური რესურსები კი შესაძლოა ხელისუფლებისთვის გამოსადეგი იყოს".

"ახმეტხანოვი შეეგუა საკუთარ მოცემულობას და მომავალში მათი (მისი და კადიროვის) ურთიერთობა ისე წარიმართება, როგორც კადიროვი ისურვებს. ეს დამოკიდებულია ეკონომიკურ მიზნებზე, რადგან საუბარია მდიდარ ადამიანზე და არაა გამორიცხული, ამან ასე თუ ისე საკუთარი როლი ითამაშოს". – ამბობდა სამოქალაქო დახმარების კომიტეტის თავმჯდომარე, სვეტლანა განნუშკინა Кавказский Узел-თან საუბარში. 

გაუჩინარების პერიოდში ბიზნესმენის ადგილსამყოფელი მხოლოდ მისმა ახლო წრემ და სავარაუდოდ თავად კადიროვმა იცოდა.

ახმეტხანოვის ბიზნესი

ახმეტხანოვის ბიზნესზე ცოტა რამ არის ცნობილი. 2006 წლის აპრილში, მოსკოვში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Юг-Нефть-ი. გაზეთი Коммерсант-ის ცნობით, მისი ხელმძღვანელი სწორედ ახმეტხანოვია. თუმცა, უკვე 2019 წლის ნოემბერში ეს კომპანია სერგეი როდიგინს ეკუთვნოდა და დარეგისტრირებული იყო როგორც ამ კომპანიის მფლობელად, ისე ლიკვიდატორად.

კომპანიის ფინანსური შემოსავალი 2018 წელს 29.7 მილიონ რუბლს შეადგენდა, გასავალი 31.4 მილიონს. 2016-2019 წლებში კი მოგება 4.7 მილიონი რუბლი იყო. Кавказский Узел-ის ცნობით, კომპანიის ვებგვერდზე, რომელიც აღარ არსებობს, ეწერა, რომ ისინი ჩართული იყვნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისთვის კაბელების მიწოდებაში, ასევე ОЗК Центр-თან ჰქონდათ ხორბალთან დაკავშირებული შეთანხმება და მოღვაწეობდნენ ნავთობბიზნესშიც, კერძოდ პარტნიორობდნენ ჩინურ კომპანიასთან Sure King Holding-სთან. ამ კომპანიასთან დადებული საერთაშორისო კონტრაქტით, ხდებოდა ნავთობის ჩინეთში ექსპორტი.

ამას გარდა, როგორც Кавказский Узел-ს ჰქონდა გარკვეული, ახმეტხანოვს ეკუთვნოდა 2019 წლის თებერვალში ლიკვიდირებული სავაჭრო სახლი Номинал-ის 25%. ეს დაწესებულება ბუნებრივი აირის უდიდესი რუსული კომპანიისთვის, გაზპრომისთვის აწარმოებდა და აწვდიდა აღჭურვილობას. თუმცა, ამ კომპანიის შემოსავალი და მოგება ნული იყო.

Кавказский Узел-ი წერდა, რომ 2019 წლის სექტემბერში მოსკოვში დარეგისტრირდა კიდევ ერთი კომპანია, რომლის სახელიც ასევე შპს Юг-Нефть-ი იყო. მისი მთავარი მესაკუთრე, 90%-იანი წილით და გენერალური დირექტორი როხმან ასლანბეკის ძე ახმეტხანოვი იყო. ამავე კომპანიაში წამყვან პოზიციებზე არიან ახმეტხანოვის სხვა შვილებიც. კომერციული დირექტორი არის როხიმი, ფინანსური დირექტორი კი რუკმანი. კომპანიის პრეზიდენტი თავად ასლანბეკია.

ახმეტხანოვის კრიმინალური კავშირები

ახმეტხანოვი ჩართული იყო უკანონო საბანკო საქმიანობაში. თავდაპირველად თაღლითების ჯგუფთან, რომლის წევრიც ასლანბეკიც იყო, დაკავშირებული გამოძიება 2017 წელს დაიწყო. მაშინ ახმეტხანოვს შინაპატიმრობა მიესაჯა. ამავე საქმეზე 2019 წელს კვლავ მიმდინარეობდა გამოძიება. ამჯერად, 2020 წელს ახმეტხანოვს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. Кавказский Узел-ის წყაროები ადასტურებდნენ, რომ ახმეტხანოვს კავშირი ჰქონდა კრიმინალურ სამყაროსთან. 

ერთ-ერთი წყარო ამბობდა, რომ ახმეტხანოვს აძელვდნენ დამოუკიდებელი ბიზნესპროექტების ქონის საშუალებას, სასურველი პირების მიმართ ნეპოტისტურ ბენეფიტებს, საკუთარი კომპანიის ქონას, სანაცვლოდ კი იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მისთვის კადიროვს ჰქონდა ჩაბარებული. წყარო ამბობდა, რომ საუბარი იყო სხვასხვა სპორტულ ღონისძიებებსა და კადიროვის ფონდში ყოველწლიურ შენატანებზე. ჩეჩენი ბიზნესმენი ცნობილია ჭიდაობის ჩემპიონატების დაფინანსებით კიდევ ერთმა წყარომ ახმეტხანოვს კადიროვის "90-იანების ძმაკაცი" უწოდა.

ამას გარდა, ასლანბეკ ახმეტხანოვი ფიგურირებდა საქმეში, რომელიც ეხებოდა ბაშკირეთის ყოფილი სენატორის, სამუდამო პატიმრობაში მყოფი იგორ იზმესტიევის დედას, რომელმაც მიმართა "ჩეჩენ ავტორიტეტ "ჩიორტს" (პასპორტით - ასლანბეკ ახმეტხანოვი)", რათა დაებრუნებინათ თანხა, რომელიც თამარა იზმესტიევამ გადაიხადა იმისთვის, რომ საკუთარი შვილისთვის სამუდამო პატიმრობა არ მიესაჯათ.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати