USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ახალი სამარშრუტო სქემით დაიწყო მოძრაობა
Date:  2557

1 აგვისტოდან ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა ახლად გამოყოფილ, სპეციალურ ზოლებში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. მე-2 და მე-3 ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ამ ზოლებში მხოლოდ ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები მოძრაობს.

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სხვა ავტომობილები 1-ლ და მე-4 ზოლში ძველებური მიმართულებით მოძრაობენ. 

თბილისის მერიის გაანგარიშებით ავტობუსების ზოლებისა და გაჩერებების ქუჩების შუა ზოლში გადატანით, როგორც ეს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, ხუთასი მილიონი ლარი იზოგება.

 

მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის თქმით, უშუალოდ ჭავჭავაძეზე ავტობუსები შუა ზოლში იმიტომ მოეწყო, რომ გამზირზე ბევრი მკვეთი ქუჩაა და ავტობუსებს ხშირად უწევდათ შეჩერება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way