USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
ჭაჭუნას ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს
дата:  583

ჭაჭუნას ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვამ დაათვალიერეს.ჭაჭუნას აღკვეთილში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება „საბუკოს“ (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის) პროექტის „ჭაჭუნას აღკვეთილში ბუნების კონსერვაციაზე ორიენტირებული ვიზიტორთა მომსახურების სერვისების შექმნა და განვითარება” ფარგლებში მიმდინარეობს.

საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ჭაჭუნას ეროვნულ პარკში მოეწყო ტურისტებისთვის განკუთვნილი კოტეჯები, კემპინგებსა და ფრინველებზე დაკვირვების ადგილები, ასევე ფრინველთა კვების სადგური, რომელიც იშვიათი სახეობებისთვის საკვების მიწოდებასა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
„ახალი პროექტი ითვალისწინებს ჭაჭუნას აღკვეთილსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ჰაბიტატების აღდგენას, კონსერვაციას და ეკოტურისტული მიმართულების განვითარებას. პროექტის ფარგლებში შემოიღობა ტერიტორია, რომელიც ჭალის ტყის თვითგანახლებას უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი პროექტები სრულ თანხვედრაშია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების განვითარების პოლიტიკასთან. ანალოგიური პროექტები დაგეგმილია სხვა დაცულ ტერიტორიებზეც“, - განაცხადა იური ნოზაძემ.აღსანიშნავია, რომ ახალი ეკოტურისტული სერვისები დამატებითი შემოსავლის წყაროა როგორც დაცული ტერიტორიისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც უფრო აქტიურად ჩაერთვება ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკოს“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.

Тбилиси
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати