USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ბჟანიას მრჩეველი უარყოფს მოლაპარაკებებს ინაშვილთან და თარხან-მოურავთან
Date:  654

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩეველი და პოლიტიკური პარტია „აფხაზეთის ეროვნული ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საქანია უარყოფს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან მოლაპარაკებების გამართვას.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ, თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

მოგვიანებით აფხაზეთის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „არუაამ“, რომელიც ქართულ მხარესთან ნებისმიერი დიალოგის მოწინააღმდეგეა, ლიდერებისგან განმარტება მოითხოვა „პატრიოტთა ალიანსთან“ შესაძლო საიდუმლო ვიზიტთან დაკავშირებით.

აღნიშნულ განცხადებას 22 აგვისტოს უპასუხა ლაშა საქანიამ და თარხან-მოურავთან და ინაშვილთან შეხვედრა უარყო. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკებები ჩემს, არც როგორც პრეზიდენტის მრჩეველს და არც როგორც „აფხაზეთის ეროვნული ფრონტის“ ლიდერს და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს შორის არ ყოფილა“, – ამბობს იგი.

მის კომენტარს გამოცემა „აფსადლიგ-ინფო“ ავრცელებს. საქანია აცხადებს, რომ მოსკოვში იმყოფება და 24 აგვისტოს აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ გამართავს პრესკონფერენციას და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომელი „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობდა, რომ ორივე პოლიტიკოსი — დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ, გამშვები პუნქტიდან საკარანტინო ზონაში, განმუხურში თავად გადაიყვანა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები  ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. შესაძლო ვიზიტზე კომენტარს არც სუს-ში აკეთებენ.

უცნობია „პატრიოტთა ალიანსის“ აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის მიზეზიც. პარტიის წევრებს აფხაზებისთვის, სახელმწიფო დუმის შემოთავაზებული საშუალებებით, პირდაპირი დიალოგის ღიად შეთავაზების მცდელობა 2018 წელს ჰქონდათ.

ბოლო პერიოდში აფხაზეთის ახალი ლიდერი და მისი გუნდი ხშირად საუბრობს თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე, რასაც იქაური ოპოზიცია აკრიტიკებს.

წყარო: netgazeti.ge

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way