USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
Tbilisi
ბუნდესვერის გენერალ-მაიორი კრისტიან ფროიდინგი - ევროპული ქვეყნები და კანადა უკვე უზრუნველყოფენ უკრაინისთვის დასავლური სამხედრო დახმარების დაახლოებით 60%-ს
Date:  1868
Reuters-თან ინტერვიუში გერმანიის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის გენერალ-მაიორმა, კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა, რომ ნატოს ევროპული ქვეყნები და კანადა უკვე უზრუნველყოფენ უკრაინისთვის დასავლური სამხედრო დახმარების დაახლოებით 60%-ს და თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, მათ შეუძლიათ პრაქტიკულად სრულადაც კი ანაზღაურონ აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტა.
 
ფროიდინგმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონის მხრიდან რადიკალური უარი გარკვეულ „ხარვეზებს“ დატოვებს Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, დაზვერვისა და ამერიკული სისტემებისთვის აუცილებელი კომპონენტების კუთხით, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა: ევროპას გააჩნია ფინანსური რესურსები, რათა ეს შესაძლებლობები უკრაინისთვის თავად შეისყიდოს.
 
 “გერმანიის დახმარება უკვე მნიშვნელოვნად გაზრდილია და ზრდა კვლავ გრძელდება: ფრიდრიხ მერცის მთავრობამ გაზაფხულზე განბლოკა დამატებითი €3 მილიარდი ევრო , მაისში დაამტკიცა კიდევ €5 მილიარდის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტი, მოხსნა ყველა შეზღუდვა უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების გამოყენების მანძილზე და დაიწყო რაკეტების ერთობლივი წარმოება უკრაინაში”.
World
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way