USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ბუნდესვერი - გერმანია შესაძლოა, იძულებული გახდეს, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომი აწარმოოს
дата:  670

ერთ დღეს გერმანია, შესაძლოა, იძულებული გახდეს, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომი აწარმოოს , - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა, კარსტენ ბრეიერმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის გადაიარაღება და ვლადიმერ პუტინის ქცევა შეშფოთების მიზეზს იძლევა და გერმანელებს მოუწევთ შეგუება იმ აზრთან, რომ ერთ დღეს შეიძლება თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოთ.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ბუნდესვერი გაუმკლავდეს ნატო-ზე რუსეთის შესაძლო თავდასხმას უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ბრეიერმა უპასუხა, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს.

"დიახ. წერტილი. ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი და დავიცავთ თავს", - განაცხადა ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა.

ამასთან, ბრეიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბუნდესვერი მრავალი წლის განმავლობაში ორიენტირებული იყო საერთაშორისო კრიზისების მოგვარებაზე და ჯერ კიდევ არასაკმარისად არის აღჭურვილი ეროვნული და სამოკავშირეო თავდაცვისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს სტრუქტურები, რომლებიც სწრაფ და მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს თითქმის შეუძლებელს ხდის.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати