USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ბულგარეთმა განაცხადა, რომ გამოააშკარავა ჯაშუშების ჯგუფი, რომელიც რუსეთისთვის მუშაობაშია ეჭვმიტანილი
თარიღი:  585

ბულგარეთმა განაცხადა, რომ დააკავა და ბრალი წაუყენა ექვს ადამიანს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, სიიკა მილევამ, 19 მარტს განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები შედიოდნენ ჯაშუშთა ჯგუფში, რომელსაც "თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი" ხელმძღვანელობდა.

სოფიაში რუსეთის საელჩომ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს "განუწყვეტელი" მცდელობების შედეგს - განხეთქილება შეიტანონ რუსეთ-ბულგარეთის დიალოგში და კიდევ ერთხელ მოახდინონ ჩვენი ქვეყნის დემონიზება".

განცხადებაში არ არის ნათქვამი, ვინ არის სავარაუდო ანტირუსული მცდელობებისთვის პასუხისმგებელი. ფეისბუკზე განთავსებულ განცხადებაში, საელჩომ აღნიშნა, რომ მისი გაგებით, ბულგარელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ გამოძიება ჯერ არ იყო დასრულებული და რუსული მხარე იმედს გამოთქვამდა, რომ "სპეკულაციები" ამ საქმის შესახებ შეწყდება, სოფიის მხრიდან დასკვნების არარსებობის შედეგად.

რუსეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მოელის "სასამართლო გამოძიების არაპოლიტიზებურად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ჩატარებას, ბულგარული და საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმების მკაცრი დაცვით".

ჯგუფმა, სავარაუდოდ, გადაიბირა ბულგარელი ოფიციალური პირები, რომელთაც ჰქონდათ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე ბულგარეთის, ნატოსა და ევროპის კავშირის შესახებ, განაცხადა მილევამ, და დასძინა, რომ აღნიშნული პირის ცოლს ჰქონდა ორმაგი - რუსულ-ბულგარული - მოქალაქეობა და "შუამავლის როლს ასრულებდა" დაზვერვის ყოფილ თანამშრომელსა და რუსეთის საელჩოს თანამშრომელს შორის.

მან თქვა, რომ ეს იყო "პირველი შემთხვევა ჩვენს ბოლოდროინდელ ისტორიაში", როცა ამგვარი ჯაშუშური ჯგუფი გამოავლინეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა "რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ" ჯაშუშობის "მორიგი" საქმის გახსნას. მოსკოვსა და სოფიას შორის ურთიერთობები უკანასკნელ წლებში გაუარესდა ჯაშუშობასთან დაკავშირებული რამდენიმე სკანდალის გამო.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის