USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ბუკინგემის სასახლის განცხადებით - მეგანისა და ჰარის ინტერვიუში წამოჭრილი საკითხები, განსაკუთრებით კი რასობრივ თემასთან დაკავშირებული, შემაშფოთებელია
Date:  325

ბუკინგემის სასახლე აცხადებს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში რასობრივ თემასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები მათთვის შემაშფოთებულია.

„მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანისთვის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი რასიზმთან დაკავშირებული საკითხი, შემაშფოთებელია. ჩვენ ეს საკითხები სერიოზულად მივიღეთ და მიუხედავად იმისა, რომ მოგონებები შესაძლოა განსხვავებული იყოს, ოჯახი პირადად განიხილავს მათ. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები“, – აღნიშნულია სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია CBS-მა ორი დღის წინ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც სასექსის ჰერცოგინია სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათი შვილის, არჩის, დაბადებამდე ღელავდა მისი კანის ფერზე და დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი, თუმცა მეგანმა სამეფო ოჯახის აღნიშნული წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა. მოგვიანებით, პრინცმა ჰარიმ განმარტა, რომ კითხვა არც დედოფალს და არც პრინც ჩარლზს არ დაუსვამს. ამასთან, ინტერვიუში მეგან მარკლიმ აღნიშნა, რომ ზოგჯერ „სიცოცხლე აღარ სურდა“, რადგან სამეფო ცხოვრება ძალიან რთული იყო.

 

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way