USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ბრიუს ეილვარდი, ჯანმო-ს წარმომადგენელი - პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გაგრძელდება
Date:  594

პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გაგრძელდება, რადგან დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ვაქცინაციის საჭირო ტემპი არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ კოვიდ კრიზისი „ადვილად გადაიწევს 2022 წელში“.

ჯანმო-ში აცხადებენ, რომ აფრიკაში მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული მაშინ, როდესაც დანარჩენ კონტინენტებზე ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს.

ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, ვაქცინების რიგში თავიანთი ადგილები დათმონ, რათა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება მიეცეთ, პრიორიტეტი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიანიჭონ.

„ნამდვილად უნდა ავჩქარდეთ, თორემ იცით რა? ეს პანდემია გაგრძელდება იმაზე ერთი წლით მეტხანს, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way