USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
ბრიტანულ–ქართული აკადემიის თანამშრომლები დირექტორის შესაძლო ცვლილებას აპროტესტებენ
თარიღი:  847

ბრიტანულ–ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც უკმაყოფილებას გამოხატავენ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის გამო.

სასკოლო საზოგადოების განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"ჩვენ, BGA-ის სასკოლო საზოგადოების წევრებს, გვსურს, უკმაყოფილება გამოვხატოთ ჩვენი დამფუძნებლისა და დირექტორის, ქალბატონი ნათია ჯანაშიას გადაყენებასთან დაკავშირებით მოულოდნელად გამოცხადებული პროცესის შესახებ.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ვმუშაობთ სწორედ იმიტომ, რომ, პირველ რიგში, გვჯერა აკადემიის ღირებულებების, რომელიც უმთავრეს პრიორიტეტად არა ფინანსურ სარგებელს, არამედ მოსწავლის საუკეთესო ინტერესებს აყენებს.

ქალბატონმა ნათიამ, როგორც ამ სკოლის დამფუძნებელმა, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი და წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულება შექმნა. მისი ხედვები და მიზნები განათლების შესახებ სრულ თანხვედრაშია იმ შეხედულებებთან, რომლებსაც, ჩვენი ღრმა რწმენით, განათლება უნდა ემსახურებოდეს.

გვსურს, შეშფოთება გამოვხატოთ ახალი დირექტორის დანიშვნის პროცესებთან დაკავშირებითაც, რომელიც არ წარმართულა სასკოლო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანებთან კონსულტაციით და ჩვენთვის მისაღებ გამჭვირვალე პირობებში. ბატონ იოჰან ვან ლილს არ გაუვლია საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული შერჩევის არც ერთი საფეხური (ინტერვიუები თანამშრომლებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან).

ბრიტანულ-ქართული აკადემია უკვე მრავალი წელია, პერსონალის შერჩევის საერთაშორისო სტანდარტებს ინარჩუნებს და მიჰყვება პროტოკოლებს, რომელთა უპირველესი მიზანიც მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვაა.

ვგრძნობთ, რომ ვდგავართ ჩვენი დირექტორის დაკარგვის წინაშე, ვისთან ერთად მუშაობაც მნიშვნელოვანი იყო წლების განმავლობაში.

როგორც მასწავლებლები, ასევე აკადემიის სხვა თანამშრომლები, უაღრესად იმედგაცრუებულნი ვართ მოსალოდნელი ცვლილებების გამო და ხმამაღლა გამოვხატავთ სურვილს, რომ ქალბატონი ნათია დარჩეს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე", – ნათქვამია ბრიტანულ–ქართული აკადემიის თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის