USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ბრიტანეთში არეულობაა - ქალაქ საუთპორტში საცეკვაო სკოლაში 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა
თარიღი:  1096

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე არეულობა იქნება განხილული. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ბრიტანული ტელეარხის ცნობით, დაუნინგ სთრითზე მთავრობის სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე პოლიციისა და დაზვერვის წარმომადგენლები, რომლებიც პრემიერს მიმდინარე მოვლენების ანალიზს წარუდგენენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს აგრეთვე ზომებს, რომლის გატარებაც იგეგმება ქვეყნის ქუჩებში ძალადობის აღმოსაფხვრელად. ბრიტანეთის პრემიერმა თავის სატელევიზიო მიმართვაში უკვე აღნიშნა, რომ არეულობაში მონაწილე ყველა პირი „ინანებს“ იმას, რასაც სჩადის.

არეულობა დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ საუთპორტში საცეკვაო სკოლაში 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივებმა მომხდარში მუსლიმური თემი დაადანაშაულეს და ადგილობრივ მეჩეთზე სცადეს თავდასხმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი უელსში დაბადებული რუანდელი ემიგრანტების შვილია. მას განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს.

არეულობამ დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქი მოიცვა, მათ შორის როტენჰემი, სადაც ადგილობრივები თავს დაესხნენ სასტუმროს, რომელშიც მიგრანტები ცხოვრობენ. საერთო ჯამში, პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის