USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი ძირს უთხრის მოლდოვასა და საქართველოს დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
Date:  

გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი ძირს უთხრის მოლდოვასა და საქართველოს დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ, მოლდოვაში ვიზიტისას გააკეთა.

კლევერლის თქმით, ლონდონი ხედავს რუსეთის დივერსიულ აქტივობებს მოლდოვაში და მიიჩნევს რომ მოლდოვას რუსეთისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა.

„ცოტა ქვეყანას თუ ესმის უკეთესად რუსეთის მავნე მოქმედების ფარული ტაქტიკა, ვიდრე მოლდოვასა და საქართველოს. გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი აშკარად ძირს უთხრის მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას." აღნიშნა კლევერლიმ. 
ცნობისთვის, ჯეიმს კლევერლი კიშინიოვში ჩავიდა, რათა გამოეცხადებინა დამატებითი ფინანსური დახმარება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ მოლდოვასა და საქართველოსთვის გამოყო.

მოლდოვა კიდევ 12 მილიონ დოლარს მიიღებს ბრიტანეთისგან ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების დასაფინანსებლად, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში.

საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 500 000 ფუნტს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ დაცვას გარე ჩარევისგან.

„დიდი ბრიტანეთი აძლიერებს მოლდოვასა და საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან ისინი დესტაბილიზაციას განიცდიან, რომელიც გამოწვეულია პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way