USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა ვერ შეაფერხებს უკრაინის მხარდაჭერას
თარიღი:  446

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა ვერ შეაფერხებს უკრაინის მხარდაჭერას.

„უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის მეათასე დღეს კიდევ ერთხელ ვეუბნები [რუსეთის ხელმძღვანელობას]: დაასრულეთ ომი, დატოვეთ უკრაინა“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.

კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ბრიტანელები ბირთვული ომისთვის, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

"რუსეთიდან მოდის უპასუხისმგებლო რიტორიკა და ეს არ შეაფერხებს ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ."

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის