USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გამოწერეს
Date:  1267

  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ლონდონის სენტ-თომას საავადმყოფოდან გამოწერეს. ის რეაბილიტაციის პერიოდს საკუთარ რეზიდენციაში განაგრძობს. ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ”მისი სამედიცინო გუნდის რჩევის თანახმად, პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ არ დაბრუნდება სამუშაოდ. მან მადლობა გადაუხადა წმინდა თომას საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს შესანიშნავი დახმარებისთვის, რომელიც მან მიიღო.” ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ ის სიცოცხლეს ანდობს ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის თანამშრომლებს. ხუთშაბათს, 55 წლის ჯონსონი  ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გაწერეს , სადაც მან სამი დღე გაატარა. ინგლისის პრემიერ-მინისტრის  პირველი საჯარო განცხადება ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ  მოკლე იყო , მან ექიმებს მიმართა: ” მე უსაზღვროდ მადლიერი ვარ მათი, მათ მე სიცოცხლე მაჩუქეს“.

 

წყარო: bbc.com

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way