დიდი ბრიტანეთის კლიმატის ცვლილების კომიტეტი კომპანიებს მოუწოდებს, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ დისტანციური მუშაობა გააგრძელონ, თუ ეს შესაძლებელია. ამ ინფორმაციას კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
კლიმატის ცვლილების კომიტეტის განცხადებით, პანდემიის დასრულების შემდეგ ზოგიერთი ქვეყანა შეეცდება კრიზისის დასაძლევად ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდოს, რაც გარემოს მკვეთრ დაბინძურებას გამოიწვევს. ამიტომ ისინი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ, ნახშირორჟანგის გამოყოფაზე რეგულაციები დააწესონ.
ამასთან, კომიტეტი დამსაქმებლებს მოუწოდებს, პანდემიის დასრულების შემდეგ დისტანციური მუშაობა გააგრძელონ, მოსახლეობას კი ურჩევენ ავტომობილის ნაცვლად ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდნენ.
ამასთან, კომიტეტი ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ისეთ გარემოსდაცვით საქმიანობაში დაასაქმონ, როგორიცაა ხეების დარგვა, ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვა და განახლებადი ენერგორესურსების მართვა.