USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან ასისტენტთან ჩაეხუტების გამო გადადგა
თარიღი:  567

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან სოციალური დისტანციის დარღვევის გამო გადადგა. ამის შესახებ Reuters წერს.

მეთ ჰენკოკმა განცხადება გადადგომის შესახებ მას შემდეგ დაწერა, როცა პანდემიის გამო სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ მიღებული კანონი დაარღვია და თავის კაბინეტში ასისტენტს ჩაეხუტა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისს გადადგომის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება უკვე გადაეცა. ბორის ჯონსონმა მომხდარზე მწუხარება გამოხატა.

 

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის