ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან სოციალური დისტანციის დარღვევის გამო გადადგა. ამის შესახებ Reuters წერს.
მეთ ჰენკოკმა განცხადება გადადგომის შესახებ მას შემდეგ დაწერა, როცა პანდემიის გამო სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ მიღებული კანონი დაარღვია და თავის კაბინეტში ასისტენტს ჩაეხუტა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისს გადადგომის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება უკვე გადაეცა. ბორის ჯონსონმა მომხდარზე მწუხარება გამოხატა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.