USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
თბილისი
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი: კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილს დაიწყება
თარიღი:  1569

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, ხუთშაბათიდან დაიწყება.

ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის წევრის ცნობით კი, თუკი გამოცდა წარმატებით ჩაივლის, მილიონობით ვაქცინის დოზა გამოყენებისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოვყოფთ ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებისთვის კლინიკური გამოცდების განსახორციელებლად. უკვე 23 აპრილიდან ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას დავიწყებთ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა.

მან „იმედისმომცემი“ უწოდა ოქსფორდისა და ლონდონის საიმპერატორო უნივერსიტეტებში მიმდინარე კვლევებს.

მისივე თქმით, მთავრობა 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაურიცხავს ოქსფორდის 

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის