USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ბრძოლები გრძელდება- აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ჯებრაილის რაიონის 13 სოფელი გაათავისუფლეს
Date:  537

კონფლიქტის ზონაში მეორე ჰუმანიტარული ზავის დადების მიუხედავად, ბრძოლები გრძელდება. ინფორმაციას სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ავრცელებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 19 ოქტომბრის ღამით მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც შეტევაზე გადასვლას ცდილობდა, სამხედრო ოპერაციები განხორციელდა. შედეგად, მათივე განცხადებით, განადგურდა სომხური სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

“ამჟამად ჩვენი ძალები აკონტროლებენ საბრძოლო მოქმედებებს მთიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობითვე, მთელი ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგე მხარე ბომბავდა აზერბაიჯანულ დასახლებებს, რომლებიც მოშორებული არიან კონფლიქტის ზონას.

“ღამის განმავლობაში, სომხური შეიარაღებული ძალები ბომბავდნენ გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონებს არტილერიის გამოყენებით. დილიდან აღჯაბედის რაიონი არის დაბომბვის ქვეშ” – აცხადებს სამინისტრო.

დე-ფაქტო მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიტუაცია კონფლიქტის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იყო სტაბილურად დაძაბული.

“სროლები გრძელდებოდა ცალკეულ ნაწილებში. ამ დილით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, მოწინააღმდეგის ძალებმა განაახლეს ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე თავდასხვა. საპასუხოდ, საბრძოლო მოქმედებების კონტროლისთვის. მიღებულია შესაბამისი ზომები” – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯაბრაილის რაიონში ახალი დასახლებების აღების შესახებ გავრცელა ინფორმაცია, ხოლო გუშინ, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი Twitter-ის პოსტით განაცხადა, რომ “არწახი (მთიანი ყარაბაღი) არასდროს ყოფილა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, სომეხთა გენოციდის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება.”


მხარეებმა ახალი ჰუმანიტარული ზავის მიღწევის შესახებ, 17 ოქტომბრის საღამოს განაცხადეს, რომელიც 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ზავის დაწყებიდან მალევე, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე პირობებს არღვევდა და ცეცხლი არ შეწყვეტილა.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way