USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
“ბრძოლა ბოლომდე” – ფაშინიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს
дата:  478

“უნდა გავიაზროთ, რომ ყარაბაღის საკითხი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ვერ გადაიჭრება დიპლომატიური გზით”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში დღეს, 21 ოქტომბერს განაცხადა.

მისი განცხადებით, ორმხრივ კომპრომისზე აზერბაიჯანი არ არის თანახმა, შესაბამისად, რაიმე მოლაპარაკებები აღნიშნულ ეტაპზე აზრს კარგავს.

“ჩვენი ამოცანაა – ბრძოლა ბოლომდე, ჩვენი ხალხის უფლებებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ავიღოთ ყველამ აირაღი სამშობლოს დასაცავად. აღნიშნული პროცესის ეფექტური მართვის შემთხვევაში ჩვენთვის მისაღებ დიპლომატიურ გადაწყვეტასაც მივაღწევთ, რადგან აზერბაიჯანი დღეს ამბობს, რომ ყარაბაღის კაპიტულაციის გარდა არაფერზეა თანახმა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთი არცახის გარეშე არ არსებობს”.

აქვე ფაშინიანმა ქალაქების მერებს და სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს მოუწოდა, მოხალისეთა დანაყოფები შექმნან, რომლებიც სომეხი ხალხის უფლებების დაცვას იტვირთავენ.

ფაშინიანის განცადებამდე, მოსკოვში ყარაბაღის საკითხზე შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ომი უკვე 25-ე დღეა მიმდინარეობს. მხარეებს შორის მიღწეული ორი ჰუმანიტარული ზავის მიუხედავად, ბრძოლები კვლავ გრძელდება. გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახალი დასახლებების, მათ შორის ზანგილანის, აღების შესახებ განაცხადა, რომელიც ირანისა და სომხეთის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებაა კონფლიქტის სამხრეთ ნაწილში. თავის მხრივ, სომხურმა მხარემაც გაავრცელა ინფორმაცია ფრონტის სამხრეთ ნაწილში კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати