USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Tbilisi
ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა
Date:  1033

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. მან ტესტი მას შემდეგ გაიკეთა რაც, ორშაბათს შესაბამისი სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ჟაირ ბოლსონარუმ აქამდე კორონავირუსის ტესტი 3-ჯერ გაიკეთა, რა დროსაც თითოეული მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონს ვეტო დაადო.

ბოლსონარუ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში რეგულაციების დაწესების წინააღმდეგი იყო. ის კორონავირუსს „ერთ ჩვეულებრივ გრიპს“ უწოდებდა და მოსახლეობას მოუწოდებდა, ჩვეულ რიტმში გაეგრძელებინათ ცხოვრება.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კოვიდინფიცრებულთა რაოდენობამ 1.6 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს 65 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way